понедельник, 9 сентября 2013 г.

ალვარ აალტო. ემოციონალურობა და სტანდარტი...

ალვარ აალტო – ყველაზე ახალგაზრდა არქიტექტორი, თანამედროვე არქიტექტურული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი.  მას სტანდარტისა და ემოციების ერთმანეთში შერწყმის უნარი ჰქონდა.

ალვარ აალტოს სახელი ფინეთს 1930 წელს გასცდა. ამ დროისათვის ფორმების ახალი ენა აღმოცენდა. შესაძლებელი გახდა რაციონალურ – ფუნქციონალურიდან  ემოციონალურ – ორგანიკულზე თამამად გადახტომა. „საყვარელ“ მეტალობეტონის კონსტრუქციებთან ერთად შემოვიდა ახალი მატერიალის, ხის ტენდენცია. სწორედ აალტომ განავითარა და გამოავლინა ამ მატერიალის პოტენციური შესაძლებლობები.
აალტოს ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, მაგრამ მხოლოდ ფინეთში არ მოღვაწეობდა. თავიდან მან დასავლეთ ევროპასთან მოაწერა კონტრაქტი, შემდეგ 1939 წლიდან ამერიკაში დაიწყო მუშაობა. აალტოს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა კოლეგებთან. თანამედროვე ხელოვნება მისთვის ერთგვარ მუზას წარმოადგენდა. მის პროექტებს ფინური კულტურის მრავალფენიანი ხასიათი ეტყობათ – დასავლეთის ცივილიზაციის ელემენტების ერთმანეთში არევა, პრეისტორიული ხანის და შუასაუკუნეების ხანის ხასიათი.ამ ყოველივემ აალტოს ნამუშევრებს შინაგანი ძაბვა მიანიჭა.

სკანდინავიას და ცენტრალურ ევროპას,პირველ მსოფლიო ომამდე აყვავების პერიოდი ჰქონდათ. ფინეთს არქიტექტურის საკუთარი მანერა გამოუმუშავდა. ლარს სონკმა ფინეთში  შესანიშნავი მოდერნისტული ტაძრები ააგო, ხოლო ეერო საარინენმა ჰელსინკის სადგური ააგო, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა არა მარტო ფინეთში. მე-20 საუკუნის ბოლოს სირენის მიერ აშენებული პარლამენტის შენობა ჰელსინკში შვედური კლასიციზმის მაგალითია, მაგრამ პარლამენტის შენობა გაცილებით მკაცრია.

აალტოს პერიოდი ფინეთის შავ ზოლს დაემთხვა. იმ დროს ფინეთმა ორი ომი გადაიტანა და მთავრობას არ ჰქონდა არქიტექტურის დაფინანსების საშუალება. აალტომ თავისი კარიერის დასაწყისში ვერ მოახერხა გრანდიოზული პროექტების განხორციელება.

აალტო სოფელ ალაიარვიში გაიზარდა. პირველი სახლი მან სტუდენტობის დროს ააშენა, ეს იყო სახლი მშობლებისათვის. 1929 წელს აალტომ ტურკუს 700 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად საკონცერტო ესტრადა ააშენა. ეს პლასტიური ხის ოდნავ დახრილი კედელი არაჩვეულებრივ აკუსტიკას გადმოსცემდა და ამავდროულად პლასტიკურობას დემონსტრირებდა.

მეოცე საუკუნის შუა პერიოდი სამ არქიტექტორს ეკუთვნის; აალტოს, ბრიგმანს და ხუტუნენს. ისინი რკინაბეტონის კარკასს იყენებდნენ, საფრანგეთში განვითარებული ხერხის მიხედვით. მათ ერთი კალიგრაფია ჰქონდათ, მაგრამ ამავდროულად ყველა სხვა და სხვა ნაგებობებს აშენებდა; ხუტუნენი წისქვილებს, ბერგმანი სასტუმროებს, ეკლესიებს და სადაზღვეო კომპანიების შენობებს, ხოლო აალტომ თავისი პირველი საცხოვრებელი მასივი ააშენა, რომელიც სახლებს, 600 ადგილიან თეატრს და ოფისებს შეიცავს. ეს იყო 1928 წელს ტურკუში, სადაც ალტომ თავისი პირველი ოფისი გახსნა.

ალტომ  ტიპოგრაფიული შენობა ააგო ტურუნ–სანომატ გაზეთისათვის, შემდეგ ტუბერკულიოზის სანატორიუმი პაიმიოში, რომელმაც ალტოს ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა. ის 30 წლისაც კი არ იყო, როდესაც მან უკვე უამრავი პრემია და კონკურსი მოიგო.

არსებობს სამი უდიდესი შენობა, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის პროგრესს წარმოადგენენ; გროპიუსის ბაუჰაუზი, ლე კორბუზიეს ნაციონალური ლიგის სასახლე და აალტოს სანატორიუმი პაიმიოში.
ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის განკუთვნილი სანატორიუმი შეიცავს 290 ლოგინს. ამგვარი სანატორიუმებში ყოველ პალატას აივანი აქვს,რათა ავადმყოფს შეეძლოს სუფთა ჰაერზე გასვლა. აალტოს სანატორიუმში კი სტაციონარის პალატები არაა შეერთებული სოლიარის აივნებთან. დაავადებულებს აქვთ შანსი თავად აირჩიონ კომპანიონი სუფთა ჰაერზე დასვენებისას. მთავარი შენობის და დასვენების ზონის გადაკვეთაზე აალტომ ტალღისებური სახურავი შექმნა. რაც შეეხება პალატებს, ყოველ პალატაში კომფორტის მაღალი დონე იყო გათვლილი. იქვე თავისუფლად განლაგებული იყო ექიმების სახლები, სამზარეულოს ბლოკი და სხვა საჭირო შენობები.

ვიბორგში აშენებული ბიბლიოთეკა აალტოსთვის თავისი ინდივიდუალურობის გამომჟღავნების საშუალება იყო. არქიტექტურის ისტორიისათვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა აალტოს მიერ დაპროექტებული აუდიტორიის ტალღისებური ჭერი. ტალღისებური ჭერი გველივით სრიალებდა.არქიტექტორი ამტკიცებდა, რომ ტალღისებურ ფორმას არა მარტო ვიზუალური ეფექტი აქვს, არამედ აკუსტიკური.

ნიუ იორკში ფინური პავილიონის აშენებისას აალტომ უფრო თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მან სამ სართულიანი ხის გისოსები ააგო, რომელიც სამი სექციისგან შედგება. ყოველი სექცია მეორეზე უფრო გამოკვეთილია, ფენების პრინციპი. კონსტრუქცია პატარა კუთხის ქვეშ,წინაა დახრილი, რაც შეუწყვეტელი მოძრაობის შთაბეჭტილებას აძლიერებს. ტალღისებურ ზედაპირზე დიდი ფოტოპლაკატების განთავსებაა შესაძლებელი.

მას შემდეგ რაც აალტომ შიდა კედელს და ჭერს პლასტიურობა მიანიჭა,გარე კედლების პრობლემაზე გადაერთო, რაც მასაჩუსეცის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის მაგალითზე ჩანს. აალტომ ყოველ ელემენტს ინდივიდუალური ხასიათი მიანიჭა: კიბის განსაკუთრებული განლაგება, ოთახების გაერთიანება, საძინებლების მოცულობის, ფორმის და აღჭურვილობის შეცვლა. ფასადის ტალღისებური ფორმა თითოეულ სტუდენტს ,მდინარეზე თავისუფალ ხედს უხსნის. აალტომ თამამად გადაწყვიდა ოთხკუთხა სასადილოს ტალღოვან შენობასთან შეერთება. მთავარი ჰოლიდან შესაძლებელია ყველა გამჭირვალე შენობის დანახვა.

ტალღოვანი კედლების სფეროში აალტომ ლე კორბუზიეს საქმე გააგრძელა. აალტოსთვის ტალღოვანი ფორმები ასოცირდებოდა ფინეთის პლასტიკური დაკლაკნილი ტბების კონტურებთან.

აალტოს საქმიანობა ფინეთში აგრეთვე ინდუსტრიალურ პროექტებს შეიცავდა. მან ფინეთში რამდენიმე პატარა ქარხანა ააშენა, რომლებიც აშშ–ში აშენებულ ქარხანა ნელესთან შედარებით არაფერს წარმოადგენდნენ. აალტოს შეეძლო ქარხანა არქიტექტურულ ნაწარმოებად ექცია, მაგალითად სუნილი, რომელიც არა მარტო ქარხანაა არამედ ინდუსტრიალური და საცხოვრებელი ზონების კომპლექსი. ქარხანა განთავსებულია კუნძულზე. აალტომ ლანდშაფტი შეინარჩუნა, მან არ ააფეთქა კლდეები, თუმცა ინჟინერები დაჟინებით ითხოვდნენ კლდეების განადგურებას. მან კომპლექსი ისე მოაწყო, რომ ამხელა მასშტაბის მქონე ქარხნის პერსონალი სულ რაღაც 45 მუშას წარმოადგენდა.

რაც შეეხება ქალაქმშენებლობას, ალვარ აალტოს თავისი ხელწერა ჰქონდა. ის წონასწორობას ახდენდა საცხოვრებელ ზონებს, ინდუსტრიალურ ზონებსა და ბუნებას შორის. მაგალითად სუნილში სახლები ისეა განლაგებული, რომ ყოველ ოჯახს თავისი მყუდრო ზონა აქვს, სამივე ზონა ისე მდებარეობს, რომ არ უშლის ერთმანეთს.

ექსპერიმენტალური ქალაქის გეგმაში ალტომ გვიჩვენა თუ როგორ აპირებდა ერთდროულად ინდუსტრიალური ზონის, ცალკეული სახლის და მთლიანი ქალაქის გაზრდას.ბლოკირებული სახლების რიგები აღმართების ირგვლივ სპირალურად უნდა ყოფილიყო განლაგებული, რაც ლანდშაფტს გამოკვეთდა,ისევე როგორც იქვე აშებებული მრავალბინიანი სახლები. ტყე ერთოჯახიანი სახლების ტერიტორიაზე გადადიოდა; სკოლები, სპორტული კომპლექსები ახლოს უნდა ყოფილიყვნენ ქალაქის ნებისმიერ ნაწილთან. აქ აალტო სტანდარტს და არქიტექტურის ემოციურ მხარეს აერთიანებს. 1948 წელს ფინეთის მთავრობამ დაასპონსორა აალტო ესეთი ექსპერიმენტალური ქალაქების აგებისათვის.

1938 წელს აალტომ კაუტტუა დააპროექტა. მან ტყეში სახლები ააშენა, ერთი სახლის სახურავი, მეორე სახლის ტერასას წარმოადგენდა.  როგორც ბერძნულ კუნძულ სანტორინზე, აქაც გამოყენებულია ბუნებრივი დაღმართები კიბის აშენებაზე, ეკონომიის მიზნით. 1948 წლისთვის რესურსების და ფინანსების ნაკლებობის გამო, სახლების მხოლოდ ერთი რიგი აშენდა. იდეაში 4 რიგი უნდა ყოფილიყო.

1943 წელი, ოულუ. აალტოს ვენეციის ეფექტის შექმნა უნდოდა, რადგან ოულუ მდინარეზე დგას. ამის განსახორციებლად მას ქვის ასი ათასობით კუბური მეტრი დასჭირდებოდა.ელექტრო სადგურებთან ახლოს განლაგებულ კუნძულებზე მუშებს უნდა ეცხოვრათ. ადმინისტრაციული, სპორტული და სხვა აქტიური ცენტრები ცალკე კუნძულებზე უნდა ყოფილიყო აშენებული, სამწუხაროდ პროექტი არ განხორციელდა.
აალტომ დიდი წვლილი შეიტანა,აგრეთვე, ავეჯის დიზაინში. აალტოს ძირითადი რესურსი ფანერა იყო. პირველად  ფანერა პაიმიოში გამოიყენა; ფანერის სავარძლები, რომლებიც ხის ჩარჩოსგან შედგებოდნენ, რომელშიც ფანერის დაღუნული დასაჯდომი იყო მოთავსებული. ქიმიკოსების დახმარებით ხეს პლასტიურობა და რეგენერაციის უნარი მიენიჭა.

სკანდინავიურ ქვეყნებში ჩამოყალიბდა სასწავლო ნაწილების ქალაქგარეთ გადანაცვლების ტენდენცია. ამ საქმიანობაში ფინეთმა ყველა დანარჩენ ქვეყანას აჯობა. უმაღლესი ტექნიკური უნივერსიტეტი ჰელსინკიდან ოტანიემის ტყეებში  გადაიტანეს. პროექტი აალტომ 1955 წელს შექმნა, ხოლო მშენებლობა 1962 წელს დაიწყო.

ჰელსინკის ცენტრში აალტომ,საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა ააშენა. ამ პროექტში კედლების მოსაპირკეთებლად მან ცალკეულ ზოლებად განლაგებული,მუქი გლაზურირებული კერამიკული პლიტები გამოიყენა. ეს ელემენტები სხვა დ ასხვა ოთახში სხვა და სხვა ფრად იყო შეღებილი.სხდომის დარბაზში მაგიდაც კი ამგვარ პლიტებად იყო მოპირკეთებული. მოგვიანებით, ეს ტექნიკა ფასადებზეც გამოჩნდა.

კულტურის სახლში აალტომ კედლები პატარა აგურებით მორთო, გარე კედლის რელიეფის მიხედვით.ეს არის ჰელსინკის ყველაზე დიდი აუდიტორია.

აალტომ სხვა ქვეყნებშიც შესანიშნავი შენობები ააგო. მაგალითად ალვაროს საუკეთესო პროექტად სპორტულ – კულტურული ცენტრი ითვლება, რომელიც ვენაში უნდა ყოფილიყო აშენებული და პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.

სხვა არქიტექტორებთან ერთად აალტომ ბრემენის,ნოიე–ვარის მაღალსართულიანი შენობების, დასავლეთ ბერლინის კვარტალ ხანზის  და ვოლსბურგის კულტურული ცენტრის აშენებაში მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე მან ააშენა ოპერა ესენეში, მუზეუმი ალბორგა დანიაში.

აალტოს პროექტის მიერ პირველი კომპლექსი სოფელი საინეტსალო გახლავთ, რომელიც პატარა კუნძულზეა განთავსებული. პირველი რაც მან ააშენა რატუშა იყო, რომელი სიაინეტსალოს ტყეში მდებარეობს. რატუშა უკავშირდება პატარა ბიბლიოთეკას, მაღაზიებს და საცხოვრებო ოთახებს პირველ სართულზე. 10 წლის შემდეგ აქ ისევ მუქი  გლაზურირებული კერამიკული პლიტები გამოიყენება, რატუშის შიდა კედლების მოპირკეთებისათვის. მოედანზე უზარმაზარი კიბეა, რომელიც ხის პლანკებითაა დამაგრებული. კიბის მასშტაბი აშკარად გადაჭარბებულია, რადგან საინეტსალოში არასოდეს არ იქნება იმდენი ხალხი, რამდენზეც კიბეა გათვლილი. კულტურულ ცენტრს ეკლესიური ცენტრისგან ფართო ხაზი ყოფს.

აალტომ ძალიან ადრე გაითქვა სახელი. აალტო ლე კორბუზიეს მსგავსად შიდა და გარე სივრცის შეფარდების პრობლემის გადაწყვეტას სცდილობდა. მან რაც შეიძლება მეტი პლასტიკურობა მიანიჭა შენობებს და ამით მოცულობის ერთიანობას უსვამდა ხაზს. თავის თითქმის ყველა ნამუშევარში აალტომ ტალღისებური პლასტიკურობა გამოიყენა. აალტომ ხაზი გაუსვა ჰორიზონტალური სიბრტყეების ურთიერთდამოკიდებულებას, მაგალითად ვიბორგის ბიბლიოთეკის მკითხველთა დარბაზის გაფართოებისას, ვოლფსბურგის ბიბლიოთეკის არქიტექტურაში და სეინიაოკიში. აალტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხალხის კომფორტი, ის ძალიან ჰუმანური იყო და მას აინტერესებდა ხალხთან ურთიერთობა. მან არ იცოდა ინგლისური, როდესაც პირველად ამერიკას ეწვია, მაგრამ ის კითხულობდა ლექციებს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. აალტო ძალიან ადვილად შედიიოდა კონტაქტში და ის ყველას უყვარდა, ამიტომაც მას ნაკლებად ჰქონდა პრობლემები და თავის საქმეს მშვიდად აკეთებდა. მას არ უწყობდნენ სცენებს და ისე არ ზღუდავდნენ როგორც,თუნდაც, ოსმანს.

თავის ნამუშევრებს აალტო  „აინო და ალბარ აალტო“–ს აწერდა. აინო აალტოს მეუღლე იყო. ის 1949 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი, მუდამ აალტოს ქმედებას მიყვებოდა. ის ყოველთვის წერდა მეუღლის სახელს თავისი სახელის წინ, ხოლო აინო ამბობდა რომ მხოლოდ აალტო იყო შემქმნელი.

მხოიანი ნინა

დიდი მადლობა შეცდომების შესწორებისათვის ჩემს საყუარელ გიტარასტკას ^^ :დ საბოლოო გამოცდის პრეზენტაცია ჩაბარდა და ურა ურა მიხარია :დ

Комментариев нет:

Отправить комментарий