არქიტექტურის იდეურ-ისტორიული ასპექტები მე-19 საუკუნიდან 21-ე საუკუნემდექალაქმშენებლობა მე19 საუკუნეში
მე–19 საუკუნეში არსებობდა უამრავი არქიტექტორი და ქალაქმშენებლობის პროფესიონალი,უამრავი დაწესებულება ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ პროფესიონალიზმი და ქალაქმშენებლობის ტენდენციის გავრცელება არ არის საკმარისი. ქალაქმშენებლობა დიდი პრობლემის წინაშე იდგა, მას ყოველთვის ქაოსი მოჰყვებოდა. ამ ყოველივეს შესწორებისათვის საჭირო იყო პრობლემასთან ახალი,უნივერსალური მიდგომა.
ძირითადი პრობლემის დასანახად დავუბრუნდეთ მე–18 საუკუნეს. ბაროკოს, ფუფუნებისდამი სიყვარულის ეპოქას. ამ ეპოქის არქიტექტორებს ეხერხებოდათ შენობისა და გარშემო ბუნების ერთმანეთში ჰარმონიულად შერწყმა.
ბაროკოს დროს ქალაქმშენებლობა აქცენტირებული იყო ფეოდალურ რეზიდენციებზე, გამოხატავდა აბსოლუტიზმს. ყველა შენობა ეკლესიისა და მონარქიისთვის იყო აგებული,აგრეთვე მათთვის ვინც მხარს უჭერდა მონარქიას. საცხოვრებელი სახლები ნაკლებად აინტერესებდა მთავრობას, ხალხი „ხრუშოვკებით“ სავსე რაიონში ცხოვრობდა, რომლებსაც საერთოდ არ უვლიდნენ. მოუვლელი სახლების საერთო სურათი,მერსიეს გრავიურებზეც კია გამოხატული. მაგრამ ეს არაფერია მე–19 საუკუნის ტრუშობებთან შედარებით.
ბაროკოს პერიუდის ქალაქმშენებლობა ბუნებასთან იყო დაკავშირებული. ბუნებისა და არქიტექტურის კავშირი მე–19 საუკუნეშიც კი გრძელდებოდა,მანამდე,სანამ ცხოვრება ინდუსტრიალიზაციამ არ შეცვალა. ზუსტად ამ დროს ტრუშობების აგება დაიწყო.
ბაროკოს ტრადიციებს ყველაზე ვრცლად ნაპოლეონის დროინდელი ქუჩა რივოლი აღწერს, რომელიც პერსიეს და ფონტენომის მიერ იყო აგებული. სახლები ქუჩის მხოლოდ ერთ მხარესაა განლაგებული, ხოლო მათ პირდაპირ ტიულრის ბაღებია განლაგებული. ისევ და ისევ არქიტექტურის და ბუნების იდილია. ლუდოვიკ XIV-მ პარკი დაარსა, ლუდოვიკ XV-მ თანხმობის მოედანი, ხოლო ნაპოლეონმა რივოლის ქუჩა ააგო. ქუჩის ყოველი სახლი ერთიანი იყო ; აივნები,სვეტებიანი თაღები ქვედა სართულზე... ყოველივე ეს მკაცრ, სწორ ხაზს ქმნიდა. მოგვიანებით ქუჩა შეიცვალა,პარიზის რეკონსტრუქციის დროს და ერთგვარ უსაზღვრო ქუჩად იქცა, რაც ტიპიურია მე-19 საუკუნისთვის.
რაც შეეხება ინგლისს,ინგლისისთვის ტიპიურია კომფორტის იდეალიზაცია. ინგლისელების კომფორტის მიმართ სიყვარული,ინგლისურ სკვერებშიც კი იგრძნობა. ერთადერთი ქალაქი, რომელიც არარაციონალურად ვითარდებოდა – ლონდონია. ლონდონში პარიზისგან განსხვავებით რთული იყო ორიენტირება.
1666 წელს რენის მიერ შემოთავაზებული ლონდონის აღდგენის გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან იმ დროისათვის მისი პროექტი რადიკალური იყო კონსერვატიული საზოგადოებისათვის.
„სკვერი – მიწის მონაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შემოღობილი ბაღი. ღობის გარშემო განთავსებულია ქუჩები და ტროტუარები. არსებობს სხვადასხვა ფორმის სკვერები; სამკუთხა, ოთხკუთხა...სკვერი უნდა იყოს კავშირში მეზობელ მოედნებთან და ქუჩებთან“
ლონდონშიც აშკარაა ბუნებასთან მჭიდრო კავშირი. აქ მწვანე წერტილებს დიდი ყურადღება ენიჭება. ლონდონის საუკეთესო მოედან – სკვერებში მთელი რაიონი არქიტექტურულად შეკუმშულია,ლამაზი ლანდშაფტის გარშემო.ლონდონის პირველი სკვერი კოვენ გარდენი იყო, მე-17 საუკუნეში აშენებული.მე-17 საუკუნეში ლონდონი და პარიზი მაღალი ფენის საზოგადოების საყვარელ ქალაქებს წარმოადგენდნენ. მე-18 საუკუნეში უამრავი რამ აშენდა,მათ შორის ადელფი ტერასი, მანჩესტერ სკვერი, ბედფორდ სკვერი, პორთლანდ პლეისი.... ერთი სიტყვით ლონდონი სკვერებზე შენდებოდა. სახლები, შენობები – ყველაფერი სკვერების და ბაღების ირგვლივ იყო აშენებული.
ბლუმსბერი თავდაპირველად ყველაზე მასშტაბური და ფერწერული ადგილი იყო, ეს იყო ერთადერთი ფართი, რომელიც უკეთესობისაკენ იცვლებოდა. გარშემო მყოფი ბელფორდის და მონტეგიუს ვილები არ აკარგვინებდნენ ბლუმსბერის ერთიანობას. შემდეგ დაიწყო უფრო მასშტაბური პროექტების აგება და ბლუმსბერიმ დაკარგა თავისი ხიბლი. ბლუმსბერის არაჩვეულებრივობის შეფასება მხოლოდ ანძიდანაა შესაძლებელი.
ბლუმსბერის სკვერთან ახლოს 1775 წელს პირველი ახალი სკვერი აშენდა – ბედფორდ სკვერი. მე-18 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა 3 უმნიშვნელოვანესი წერტილი:ბლუმსბერი სკვერი, ბედფორდი და ბრიტანული მუზეუმი.
ბლუმსბერის განვითარების მესამე სტადია მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხერხდა, როდესაც ბედფორდის მოედანი აიგო. პროექტი ჯეიმს ბარტონის მიერ იყო შემუშავებული. მან ბედფორდის სახლების უკან ბუჩქები და ბალახი დარგო, რადგან უკანა ფონზე მყოფ საჯინიბოს არ გაეფუჭებინათ ხედი. ბარტონის საქმე ტომას კაბიტ ტორინგტონმა გააგრძელა. კაბიტ ტორინგტონმა სკვერი ააშენა, რომელიც დღესდღეობით ამ რაიონის ყველაზე ლამაზ სკვერად ითვლება.
ლანდშაფტის ძირითად ელემენტს ერთ ოჯახიანი სახლები წარმოადგენდნენ, შუა კლასისთვის განკუთვნილი სახლები, რომლებშიც მოსამართლეები, ადვოკატები და მწერლები ცხოვრობდნენ. ამ სახლების არქიტექტურა ერთი ტიპის იყო, შაბლონური ყველა დროისათვის. გეგმარეობა მე-18 საუკუნის სტილში იყო, ყოველი სახლის ცენტრში იდგა დიდი კიბე, რომლის დახმარებითაც ყველა ოთახი ბუნებრივი სინათლით იყო განათებული. ოთახები იყო საშუალო ზომის.
1860 წლის შემდეგ არქიტექტურამ კრახი განიცადა. სკვერები ერთ ოჯახიანმა ბინებმა შეცვალეს..დეტალებით დატვირთული მყვირალა ფასადები, უსასრულო ქუჩები...
ბლუმსბერის განვითარების ბოლო სტადია 20 წლის განმავლობაში ხდებოდა. შედეგად შეიქმნა რიჯერტ პარკი,რომელიც სახლების რიგებს შეიცავდა.რიჯერტ სტრიტი რიჯენტ პარკს და პორტლანდ პლეისს აერთიანებს პიკადილის მოედანთან.ჯონ ნეშის მიერ აშენებული სახლები წარმოადგენენ შენობების გრძელ რიგებს,დწყებული კრესჩენტ პარკიდან და შემორტყმული რიჯერტ პარკის ირგვლივ.სახლების ფასადები პარკებისკენაა შებრუნებული.
თავდაპირველად ნეშს სხვა გეგმა ჰქონდა, რომელიც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა. ნეშს ორი უზარმაზარი ნახევარსფერული კრესჩენტის აშენება უნდოდა პარკის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ორი ნაგებობა ცილინდრებივით უნდა ყოფილოყო სიმწვანეს შორის.პარკის ცენტრში ნეში გეგმავდა ორმაგ წრეს. პარკის აღმოსავლეთის ნაწილი საცხოვრებელი სახლებით უნდა ყოფილიყო შემორტყმული. ნეშის პროექტი საკმაოდ გაბედული იყო, ჩვენი დროისათვისაც კი. ამ პროექტით ნეში დაუახლოვდა ობიექტების განლაგების ისეთ თავისუფლებას, რომლის მიღებაც გვინდა დღეს. ძირითადი პრობლემა დღესდღეობით არის დიდი ბლოკების აშენება და სკვერების დამახინჯება.ლონდონი ამერიკის გავლენის ქვეშ მასშტაბის გრძნობას კარგავს. არსებობს გავლენიანი ხალხი,რომლებიც იბრძვიან სკვერების გადარჩენაზე, მაგრამ ეს ყოველივე უშედეგოა.
ლონდონის სკვერები რკინიგზის აშენებამდე არსებობდა. პარიზის რეკონსტრუქცია,სწორედ, რკინიგზის აშენებისას დაიწყო. იმ დროს ლონდონი პარიზზე სამჯერ დიდი იყო. საცხოვრებელი რაიონები იზოლირებუი იყო სატრანსპორტო მოძრაობისაგან.
ნაპოლეონ III-ს პერიოდში,პარიზში უსასრულო ქუჩა დომინირებდა – ბულვარი.პარიზის გეგმა თვით ნაპოლეონმა შეცვალა. ქუჩები ბარიკადისებურად იყო განლაგებული, რაც პრაქტიკული იყო(მტერს აფერხებდა).
1854 წელს დამთავრდა რივოლის ქუჩის გაგრძელებაზე მუშაობა, დაარსდა სევასტოპოლის ბულვარი, რომელიც სტრასბურგის ბულვარს აგრძელებდა. 1961 წელს მალზერბის ბულვარი აშენდა, რომელიც მადლენიდან იწყებოდა.
1859 წელს პარიზს შეუერთეს 18 ქალაქგარე პუნქტი, რის შედეგად პარიზი ორჯერ გაიზარდა. ოსმანმა ქაოსის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა სენის დეპარტამენტის და უაზის გაერთიანება. პარიზის გარშემო მწვანე ხაზის გაკეთება იგეგმებოდა, მაგრამ სახელმწიფომ არ დაამტკვიდრა პროექტი. მწვანე ხაზის აშენების შემთხვევაში,პარიზის გარშემო არ აშენდებოდა უზარმაზარი კაზარმები, რომლებიც დღემდე შენდება და ხელს უშლის პარიზის რეკონსტრუირებაში.
პარიზის დასავლეთ მხარეს თავისუფალი ადგილი იყო, სადაც შეიძლებოდა ახალი რაიონის დაპროექტება. შამს–ელისე სწორედ ამ ადგილას აიგო, უკან ტრიუმფალური თაღია ეტუალის მრგვალ მოედანზე. ეტუალიდან შამს–ელისემდე ოსმანმა 12 ქუჩა ააგო. 1900 წელს ეს რაიონი უკვე პარიზის ეკუთვნოდა. ოსმანის შედევრად ნაპოლეონის ავენიუ ითვლება, რომელსაც დღეს ავენიუ დე ლოპერა ეწოდება. ეს არაჩვეულებრივი ქუჩა ხიდის ფუნქციას ასრულებს რამოდენიმე მაგისტრალებს შორის. ამ ქუჩის დახმარებით სენის მოპირდაპირე სანაპირო და რივოლის ქუჩა უერთდება დიდ ბულვარს და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს. ეს ქუჩა რომ არა, პარიზში შეუძლებელი იქნებოდა დღესდღეობით მოძრაობა. პარიზის რეკონსტრუქციის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოსმანისთვის,არ გადაექცია ქალაქი ნაცრისფერ ბლოკებად დაშლილ ბეტონის პუნქტად, ასე რომ პარკებს და გამწვანებასაც დიდი ყურადღება ენიჭებოდათ.
ლონდონისგან განსხვავებით პარიზში გამწვანებული ლანდშაფტები ქუჩების გაგრძელების მიზნით იხატებოდა. თუ ლონდონში პარკები და სკვერები ხმაურისგან შორს იყო, პარიზში პირიქით – სკვერები ცოცხალ რაიონებში იყო განთავსებული. არემატის მოედანი სევასტოპოლის ბულვარის გაგრძელება იყო, ხოლო სენ ჟაკის კოშკის გარშემო მყოფი სკვერი რივოლის ქუჩას აგრძელებდა.
სიტყვა ბულვარი გასეირნებას ნიშნავს. პარიზის პირველი ბულვარი 1670 წელს შეიქმნა, რომელიც სენ დენიდან ბასტილიამდეა გაშლილი. თავდაპირველად ბულვარები სეირნობისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მოგვიანობით ტრანსპორტმაც დაიწყო ბულვარზე მოძრაობა. პარკებში სუბ ტროპიკული მცენარეები იყო დარგული, თავიდან პარკებში სეირნობდნენ და ისვენებდნენ, შემდეგ პარკი მასობრივი თამაშების პუნქტად იქცა. ოსმანმა 17 წლის განმავლობაში მე-19 საუკუნის დიდი ქალაქი ააშენა, სწრაფად და კომფორტულად, როდესაც ბორომინს 30 წელი ერი ეკლესიის აშენებისათვის დასჭირდა და ლუდოვიკ მე-15-ს მთელი ცხოვრება ვერსალის ასაშენებლად.
ოსმანს ძლიან გაუჭირდა თანამშრომელების მოძებნა, მას არავინ არ უსმენდა არავინ არ ეხმარებოდა. პრინციპში არც იყვნენ ქალაქმშენებლობის სპეციალისტები, არქიტექტორები რეალობას იყვნენ მოწყვეტილნი და ოსმანის ძალიან ბევრი რეალურად კარგი იდეა ჰაერში იყო დატოვებული. ოსმანს არ აინტერესებდა ვიზუალური მხარე, ის მხოლოდ ტექნიკურად და ლოგიკურად მოქმედებდა. როდესაც მან ვერ ნახა თანამოაზროვნე არქიტექტორები, ის ინჟინერებს მოძებნა და გამონახა რამდენიმე, მათ შორის ბელგრანი, რომელმაც პარიზის კანალიზაციის სისტემა დააპროექტა და პირადად შეუდგა ხიდების მშენებლობას და წყალგაყვანილობის სამსახურს. მებაღე პეიზაჟისტის მაგივრად,ოსმანმა,მებაღე ინჟინერი ჟან ალფანა აიყვანა, ხოლო ქუჩების დამპროექტებლად მან დეშანე აიყვანა,გეოდეზური მმართველობის უფროსი.
ოსმანის დაგეგმარეობის ტექნიკური მხარეები ზუსტად იყო ორგანიზირებული, მაგრამ პარლამენტს არ მოსწონდა მისი მუშაობა და ოსმანი ეცადა სხვა სპონსორი მოეძებნა, მაგრამ მას არ გაუმართლა და 1870 წლის იანვარს მან დატოვა თავისი საქმე.
ოსმანის დროინდელ პარიზის გაგებისათვის განვიხილოთ სევოსტოპოლის ბულვარზე აგებული სახლი. სახლის ქვედა სართულზე მაღაზიები იყო, სამი ძირითადი სართული განკუთვნილი იყო გაქირავებისათვის და ორსართულიანი სარდაფი-მანსარდებით მოახლეებისათვის და დაბალი ფენისათვის. სამი ძირითადი სართულის გეგმა ერთი ტიპის იყო. იმ დროს სავსებით ბუნებრივი მოვლენა იყო ერთი სახურავის ქვეშ სამუშაო და საცხოვრებო ფართების გაერთიანება. დიდ ქალაქებში ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ბევრ სხვა ქალაქშიც ხდებოდა. რათქმაუნდა არსებობდა კერძო სახლები მდიდარი ხალხისთვის, მაგრამ ეს მყუდრო სახლები უფრო და უფრო უსვამდნენ ხაზს ქალაქის ქაოტურ მდგომარეობას. ჩვეულებრივი სახლები სატრანსპორტო მაგისტრალებზე იდგნენ, ბუნებისგან და სიწყნარისგან შორს.
პარიზის სახლების ფასადები ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ. მაღალი ფრანგული ფანჯრები, რენესანსული და ბაროკული ფორმები. ოსმანის რეკონსტრუქცია საუკეთესოდ ითვლება. პარიზის ქუჩები მასშტაბური უნდა ყოფილიყო და გრძელი. მასიური სახლები ქუჩის სიგრძეზე იწელებოდა. ზოგჟერ პარიზის ქუჩების სიგრძე 5 კმს აღწევდა, რაც არქიტექტურაში ახალ მოვლენად ითვლება. ბულვარი ბაროკოს პროსპექტებიდან განვითარდა, ის უნდა ყოფილიყო გრძელი და გამწვანებული, შენობების გარეშე. მე-19 საუკუნეში ბულვარის აგების ტენდენცია კვლავ არსებობდა, ოღონდ ბულვარს სახლები დაემატა.
ოსმანს ბევრი მტერი ჰყავდა. ის არა მარტო ანახლებდა და ადიდებდა ქუჩებს, არამედ ახალ ქუჩებს აგებდა, რამაც გამოიწვია ოსმანის მიმართ კოლეგების ანტიპატია. მის მოწინაამდეგებს არ ესმოდათ თუ რატომ აგებდა ოსმანი სხვა და სხვა კომუნიკაციებს, მოკლე გზებს და ქუჩების მრავალ გადახვევებს. მათი აზროვნება პრიმიტიულად ეყრდნობოდა მხოლოდ მოსიარულე საზოგადოებაზე, ხოლო ოსმანი პრაქტიკულად და ლოგიკურად აზროვნებდა, იგი არა მარტო სასიარულო გზებს აშენებდა, არამეტ ზრუნავდა ტრანსპორტის მოძრაობაზე და ამარტივებდა მათ მოძრაობას. თუმცა ტრანსპორტზე ზრუნვამ გადაწია უკანა ფლანგზე,პარიზის საცხოვრებო პრობლემა, რამაც გამოიწვია ქაოსი და გააოგნა ოსმანის კოლეგები. ერთი სიტყვის ოსმანი კრიტიკოსების მთავარ თემად იქცა, ისინი აკრიტიკებდნენ ოსმანის ნამუშევრებს სუფთა ესთეტიკური თვალსაზრისით და საერთოდ არ ახსოვდათ თუ რამხელა წვლილი შეიტანა ოსმანმა პარიზის რეკონსტრუირებაში.
ოსმანი ისეთ დროს მუშაობდა,როდესაც არქიტექტურა გარდატეხვის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან მიაღწია ფასადების ნეიტრალობას და მიუდგა უზარმაზარი ქალაქის რეკონსტრუქციის პრობლემას ტექნიკურად, ამიტომაც მას პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა არქიტექტორებთან და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ტექნიკურ სპეციალისტებთან.
ოსმანმა დიდი ყურადღება მიაქცია გალაქგარე მშენებლობას, რადგან მან იცოდა რომ ქალაქგარეთ მოიმატებდა მოსახლეობის რაოდენობა და ესეც მოხვდა. ოსმანის შემდგომი რეკუნსტრუქცია ძალიან ქაოტური იყო რადგან არ მოიპოვებოდა ადამიანი რომელიც ოსმანის საქმეს გააგრძელებდა. პარიზთან ახლოს პატარა სოფლები, უცბად ქალაქებად გადააკეთეს, სახლების ქაოტური მდებარეობა და არასწორი პროპორციები – ყველაფერი ეს ოსმანის შემდეგ იყო განხორციელებული მე-19 საუკუნეში. არცერთი ნამუშევარი არ შეედრება ოსმანის მოღვაწეობის პერიოდს.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კურსი 3
მხოიანი ნინა
Комментариев нет:
Отправить комментарий