შესაძლებელია თუ არა სამუზეუმო საქმის ფეხზე წამოყენება...
საქართველოში უამრავი მუზეუმი და ღირშესანიშნავი ძეგლია. სამწუხაროდ აქაური მენტალიტეტი არ არის გათვლილი ხელოვნების აღიარებაზე. ხალხი არ დადის მუზეუმებში, მათ ურჩევნიათ ფეისბუქზე ნანახი აბსტრაქტული სურათების “დალაიქება”, მხატვრის სახელისა და გვარის დამახსოვრება და თავისი თავის ხელოვან ადამიანად აღიარება. „მუზეუმში წასვლას, კინოში წასვლა ჯობია, ბარში ლუდის მირთმევა ან ბილიარდის თამაში“ – ეს ფრაზა თითქმის ყველგან მესმის და შესაძლოა მეც ასე ვფიქრობდი, სანამ პირველად არ წავედი მუზეუმში და შემდეგ ლაშქრობაზე ისტორიულ ადგილას.
რატომ ხდება ასე? რატომ არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს მუზეუმები, ისტორიული ღირებულებანი?! ეს ხომ საინტერესოა. ამ პროექტში სწორედ ამ საკითხს შევეხებით. არის თუ არა ეს საზოგადოების,მთავრობის,ან თავად მუზეუმის ბრალი...არის თუ არა შესაძლებელი ადამიანების გართობისაკენ სწრაფვის სურვილის,სამუზეუმო საქმეში გამოყენება, ისე რომ დააინტერესოს ახალგაზრდობა, ერთბაშად გაართოს და ასწავლოს. რა თქმა უნდა მუზეუმის და გართობის ერთმანეთში შერწყმა ფინანსების დიდ რაოდენობასთანაა დაკავშირებული, რაც აშკარად ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.
სამიზნე აუდიტორია :
სკოლის ბავშვები, სტუდენტები, ოჯახები, მოხუცები... ერთი სიტყვით ყველა. რატომაც არა? სწორედ აქ იმალება ძირითადი პრობლემა, სამიზნო აუდიტორია არ უნდა იყოს კონკრეტული აუდიტორიისაკენ მიმართული. უნდა გათვალისწინდეს ნებისმერი ასაკის და სოციალური ფენის საზოგადოება.
აუდიტორიის ძირითადი პრობლემა უყურადღებობაა, უინტერესობა და დაღლის ფაქტორი, ამიტომ მუზეუმში უნდა იყოს ყველა ის პირობა რაც არის ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი სიამოვნებით ჩერდება; მუსიკა, პატარა კაფე, ადგილი სადაც მოწევა შეიძლება ( რადგან ჩემს მაგალითზე ვიცი, რა ცუდია როდესაც მოწევას გიკრძალავენ და ამის გამო გიწევს გარეთ გასვლა. გარეთ გასვლისას კი 80% უკან არ მობრუნდება ). კოსტუმირებული პერფორმანსები, პატარა დადგმები, რომლებიც პერიოდულად შეიცვლება და ექსპოზიციის ხასიათში იქნება დაპროექტებული. ახალგაზრდა სტუდენტებისათვის თავისი ნამუშევრების წარმოდგენისა და პრეზენტაციის ჩატარების შანსი მუზეუმში. უფასო დღეები (თვეში ერთხელ მაინც). მონიტორები და ვებ კატალოგები, რომლებიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია. არტ საღამოები და პატარა კინო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფილმები და პროექტები ექსპოზიციასთან დაკავშირებული, პლიუს თავისუფალი საღამოები, როდესაც შეიძლება მუზეუმის ტერიტორიაზე ხელოვნების პიკად აღიარებული ფილმების ყურება.
ანუ რა გამოდის ? ჩვენ გვაქვს საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი მუზეუმი და გვაქვს მუზეუმი + კაფე + დასვენება + მინი თეატრი + მინი კინო + ელექტრო კატალოგები + საგანმანათლებლო პრაქტიკები სტუდენტებისათვის + მასტერ კლასები და ექსპონატების დროისაკენ დაბრუნების საშუალება + ბიბლიოთეკა + ლიტერატურული საღამოები.
ჩვეულებრივი მუზეუმის რეკლამირებას აზრი არ აქვს, ხალხს სიახლე სჭირდება. როდესაც ახალი მუზეუმის კრიტერიუმები ჩამოყალიბდება და პირველი „ბონუს“ მუზეუმი გავა რეკლამაში, ჩატარდება გრანდიოზული გახსნა, ხალხი ამოძრავდება და დაინტერესდება.
ეს ყოველივე რათქმაუნდა მოითხოვს სერიოზულ დაფინანსებას, მაგრამ თუ დაფინანსდა – ეს იქნება პირველი ევროპის მასშტაბის მქონე მუზეუმი საქართველოში. რაც მენეჯმენტს მაღალ დონეზე აწევს, დააინტერესებს არა მართო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს. მითუმეტეს თუ საქართველო ასე დაჟინებით მიისწრაფის ევროპისაკენ. როდესაც პირველი თანამედროვე მუზეუმი ფუნქციონირებას დაიწყებს, სხვა მუზეუმებსაც მოუნდებათ სიახლის შემოტანა. კიდევ ერთი პროექტი დაიწერება და ხელოვნების დღევანდელი ტენდენცია უფრო გაიზრდება.
მაგალითად მოვიყვან არტისტერიუმს – უამრავი ხალხი იყო და გაკეთდა მხოლოდ ერთი პერფორმანსი, ფურშეტი და ცნობილი მხატვარის ვიზიტი. წარმოიდგინეთ თუ რამდენი ხალხის ყურადღებას მპიპყრობს 21-ე საუკუნის მუზეუმი – ხელოვნების სრულყოფილი კომპლექსი.
მუზეუმის მუშაობაში დასაქმდება უამრავი პროფესიის ხალხი:
- ხელოვნებათმცოდნეები
- აუქციონისტები
- მხატვრები
- სტუდენტები
- კურატორები
- მუზეუმის სრული პერსონალი
- მეცნიერები
- კინოხელოვნების წარმომადგენელი საზოგადოება
- ტექნიკოსები
- განათების სპეციალისტები
- დიზაინერები
- რეჟისორები
- გიდები
- თარჯიმნები
- ძიძები (ბავშთა ოთახისთვის)
- მიმტანები
- მზარეულები
- გამყიდვლები
- და სხვა...
თანამშრომლების არჩევის პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია. დასაქმების სისტემა მიიღებს განაცხადების რაოდენობას, შემდეგ მათ შორის აირჩევა საუკეთესო კატეგორია. ისინი გაივლიან ფსიქოლოგიურ, უნარჩვევებისა და ცოდნის ტესტირებებს, რადგან მხოლოდ საქმის ცოდნა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თანამშრომლებმა ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შეძლონ და მნახველები მოიზიდონ თავისი ყურადღებიანობით და კეთილგანწყობით.
მხოიანი ნინა
Комментариев нет:
Отправить комментарий