понедельник, 9 сентября 2013 г.

Al Jarreau (უნიკალური პიროვნებები ჯაზში)

უნიკალური პიროვნებები ჯაზში

Al Jarreau

ელ  ჯერო – უნივერსალური ვოკალისტი, რომელმაც უამრავი ჯილდო მიიღო ჯაზში, პოპში და რითმ’ნ’ბლუზში. ამის გარდა ელ ჯერო ფანკში, სოფთ როკში, ქროსოვერ ჯაზში, ვოკალურ ჯაზში და თანამედროვე პოპშიც მოღვაწეობდა.
მეოცე საუკუნის პოპულარული მუსიკის უნივერსალური ადამიანი, ელვინ ლოპეზ ჯერო დაიბადა მილუოკში, შტატი ვისკონსინი, 1940 წლის 12 მარტს, ადვენტისტი მღვდლის ოჯახში. ელვინი ექვსი შვილიდან მეხუთე იყო. მამამისი კარგად მღეროდა, ხოლო დედამისი პიანინოზე აკომპანირებდა წირვების დროს,ოჯახის ყველა ბავშვი ეკლესიაში გალობდა. ელვინმა ეკლესიაში გალობა 4 წლის ასაკში დაიწყო. ეკლესიის გარდა ჯეროს ოჯახი გამოდიოდა დიდ წვეულებებზე, საქველმოქმედო კონცერტებზე და მშობელ–მასწავლებელთა ასოციაციების შეკრებებზე (PTA)
ელვინი კარგად სწავლობდა, სკოლის საჯარო ცხორებაში იღებდა მონაწილეობას, უფროს კლასებში თვითმართველობის პრეზიდენტიც კი იყო. მან მიიღო სტიპენდია ჰუმანიტარულ კოლეჯში, სადაც ანსამბლ ინდიგოში მღეროდა. 1962 წელს მან ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და აიოვის უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩააბარა პროფესიული რეაბილიტაციის განხრით. სან ფრანცისკოში მან რეაბილიტაციის კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. თავისუფალი საღამოები თავის საყვარელ ჰობის – სიმღერას დაუთმო და მღეროდა კლუბებში, კაფეებში ჯორჯ დიუკის ჯაზურ ტრიოში (დღეს ცნობილი პიანისტი, სინთეზატორზე დაკვრის პიონერი).
1965 წელს ჯერომ მეგობრების დახმარებით თავისი პირველი ალბომი ჩაწერა, რომელმაც ის მხოლოდ მორალურად დააკმაყოფილა. 1967 წელს ელმა აკუსტიკური გიტარისტი ხულიო მარტინესი გაიცნო, რომელიც მის პირველ აკომპანიატორად იქცა. 1968 წლისთვის ჯეროს ეჭვიც აღარ ეპარებოდა იმაში, რომ ჯაზი მისი მოწოდებაა.
69ში ჯერო და მარტინესი ლოს ანჯელეზში გადადიან და მუსიკალურ კლუბებში უკრავენ, მათ რიცხვი ცნობილ ტრუბადურში, აგრეთვე კომედიურ კლუბ ემფრუვში, ამომავალი ვარსკვლავების კომიკური ნომრების შუალედებში.
70იანების დასაწყისში ჯერო ემოციონალურ და ნერვულ სტრესს განიცდის, რომელიც ცვლის მის შეხედულებას ცხოვრებაზე. ის ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს და წერს ლექსებს. მისი სულიერი მდგომარეობა მის მუსიკასაც დაეტყო.
1975 წელს ჯერო პუბლიკას უბრუნდება. ის ფანტასტიურად გადადის სოფთ როკიდან პოპ ჯაზში, იმპროვიზირებს, ფანტაზირებს. ის ძალიან პოპულარული ხდება ევროპაში, განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც „გერმანული გრემით“ აჯილდოვებენ, როგორც საუკეთესო ახალ ვოკალისტს. ერთი წლის შემდეგ მას მეორე გრემით აჯილდოვებენ, ახალი ალბომი “Glow”–ისთვის. ალბომი ჯეროს კომპოზიციების გარდა ქავერებს შეიცავდა (ელტონ ჯონი, ბერნი ტოპინი). ამ ალბომმა როგორც იქნა ამერიკაშიც მოუტანა პოპულარობა.
ჯეროს პოპულარობა დრითიდღე იზრდებოდა. ის თავის პირველ მსოფლიო ტურნეში გაემგზავრა, რომელმაც უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩინა. ალბომმა “look to the rainbow” ჯეროს ორი ჯილდო მოუტანა – წლის ვოკალიტი (french music academy awards), და მისი პირველი გრემი საუკეთესო ჯაზური ვოკალისტის ნომინაციაში.
ერთი წლის შემდეგ მუსიკოსმა მეორე გრემი მიიღო იგოვე ნომინაციაში “all fly home” ალბომისთვის, რომელიც ჯაზ რეიტინგში მეორე ადგილზე აიწია. ეს ალბომი სხვისი სიმღერების ჯაზურ ინტერპრეტაციებს შეიცავდა. საუკეთესო ქავერების შორის შესულია ლენონ მაკარტნის და ოტისა რედინგის კომპოზიციები.
ჯერო ნამდვილად საერთაშორისოდ ცნობილი 80იანებში გახდა. დიდი წინსვლა მოახდინა 1981 წლის “Breaking Away”-მ: ფანტასტიური მუსიკალური მატერიალი, ჩაწერილი ნიჭიერ მუსიკოსებთან ერთად, უმაღლესი პროდიუსირება, ბექ მუსიკოსების მაღალი დონის შესრულება, და რაც მთავარია ბრწყინვალე ვოკალი.
1985 წელს ჯერომ საქველმოქმედო სინგლის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა – “we are the world” აფრიკის მშიერი ერის მხარდასაჭერად.
1994 წლის ლონგფლეი “Tenderness” ცოცხლად ჩაიწერა, სტუდიაში რეალური დროის რეჟიმში, რჩეული აუდიტორიის წინ. გერშვინის, ლენონ მაკარტნის და ელტონ ჯონის მელოდიების ახალი ინტერპრეტაციები ელ ჯერომ ბარაბანშიკ, სტივ გედთან, ჯაზ პიანისტ ჯო სემპლთან და ჯაზ გიტარისტ ერიკ გეილთან ერთად შეასრულა. კომპოზიციებს კეტლინ ბეტლის სოპრანო და მაიქლ ბრეკერის ტენორ საქსოფონი დაყვებოდა.
1997 წელს ჯეროს სახელი ვისკონსინის გამორჩეულთა პიროვნებების დარბაზში შეიტანეს. 1998 წელს ის რითმ’ნ’ბლუზ მომღერალ კომპოზიტორის ბილ უიზერსის ქავერების ალბომს წერს.
ყველაზე დასამახსოვრებელ საჩუქრად 66 წლის მუსიკოსისგან 2006 წლის ალბომი „Giving it Up” იქცა, რომელიც მან ჯორჯ ბენსონთან ერთად ჩაწერა. მაილზ დევისის, ჯონ ლეჯენდის, ელა ფითცჯერალდის კლასიკური სტანდარტები მშვენივრად მეზობლობდნენ ელ ჯეროს მიერ დაწერილ მელოდიებთან, მათ რიცხვში ბობი ვუმაკის სიმგერა “breesin”-თან, რომელიც ჯერ კიდევ 75 წელს, ჯორჯ ბენსონმა ხიტად აქცია. ამ ჯაზის და რითმ’ნ’ბლუზის გზაჯვარედინზე პოლ მაკარტნი,პიანისტი ჰერბი ჰენკოკი, კონტრაბასისტი მარკუს მილერი და ტრუბაში კრის ბოტიც იდგნენ. ალბომმა ჯაზ რეიტინგში პირველი ადგილი აიღო. მუსიკოს კიდევ ერთი გრემი გადაეცა საუკეთესო რითმ’ნ’ბლუზ ვოკალის ნომინაციაში.
2008 წლის შემოდგომაზე მუსიკოსმა უკრაინელ მსმენელს სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთა. ის კიევის ჯაზ ფესტივალის სცენაზე ჰედლაინერად გამოვიდა.
2008 წელს ჯერომ თავისი პირველი საშობაო კრებული გამოუშვა, რომელმაც გააერთიანა ტრადიციული სიმღერები, ჯეროს რამოდენიმე მელოდია და ცნობილი სტანდარტები, მათ რიცხვში ირვინ ბერლინის “White Christmas”
2009 წელს საკონცერტო გზებმა მუსიკოსი ევროპაში და აზიაში ჩამოიყვანეს, ის პირველად გამოვიდა სინგაპურში. ხოლო კატალოგს დაემატა ახალი კომპილაცია “The Very Best Of Al Jarreau: An Excellent Adventure” (2009)
2010 წლის იანვარს ელ ჯერო დაესწრო ფანტასტიურ კონცერტს, კენედის ცენტრში რომელიც  ელა ფითცჯერალდს ეძღვნებოდა. ჯერომ დი დი ბრიჯუოტერთან ერთად იმღერა.

მხოიანი ნინა

ქართულში ვერ ვარ ბრწყინვალედ და თუ გამოიყენებთ გადაიკითხეთ, რედაქტირება უნდა
ილიელებს გამოადგება, ვინც ჯაზს აირჩევს

Комментариев нет:

Отправить комментарий