მოდერნიზმი
მოდერნიზმის ჩამოყალიბებისას, კულტურამ დიდი წინსვლა განიცადა. ფერწერა, დაწყებული პოსტიმპრესიონიზმიდან, აღარ აღწერს უკვე ნანახს. ის გადმოსცემს ავტორის გრძნობებს, სიმართლეს, ხილვას და იმის გამოხატვის სურვილს, რისი გამოხატვა შეუძლებელია რეალობის დაკოპირების მეშვეობით. ეს არის გარე ხილვის მიღმა მიმალული ნამდვილი რეალობის გამოხატვის მცდელობა.მოდერნისტული ხელოვნების ნამუშევარი სრულიად დამოუკიდებელია, ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ხელოვნების ცხოვრებით, მაგრამ ამავდროულად გამოხატავს კლასიკურ ფერწერაზე ბევრად რეალურ ცხოვრებას. ხელოვნებაში ნამუშევრის რეალობა უფრო მაღალ ადგილს იკავებს ვიდრე ცხოვრების რეალობა. ეს არ არის წარსულის ესთეტიკურ იდეალებზე უარის თქმა...ეს არის XX საუკუნის ადამიანთან დაახლოვება.
თითქოს ახალი არაფერი შეიქმნება, მაგრამ თანამედროვე ხელოვნების განვითარების პროცესი არ დამთავრებულა და როგორც ჩანს არც დამთავრდება. ჯერ არ გასულა იმდენი დრო, რომ ობიექტურად იყოს შესაძლებელი სხვაობის მონახვა ბოლო ათწლეულისადმი შემონახული ფერწერის განვითარების და ზედაპირული ექსცენტრიულობის შორის. XX საუკუნის დასაწყისის გამოყენებითი ხელოვნების სტილები უკვე გარჩეული და შეფასებულია და ჯერჯერობით მოდერნისტული ხელოვნების განვითარების ფუძედ ითვლება.ზოგი პროცესი, შესაძლოაჩვენთვის გაუგებარი იყოს...ზოგი შედევრი შესაძლოა აბსურდულ ნაჯღაპნად მიგვაჩნდეს,მაგრამ ისტორიამ გვასწავლა, რომ ყოველივე ახალს ხელოვნებაში, დღეს ტოლერანტულად უნდა მოვეპყროთ, რადგან ხვალინდელ დღეს არავინ დაგვცინოს. ხელოვნებას ყველა სხვაგვარად ხედავს, ხელოვნება ერთერთი აკრძალული საკამათო თემაა
კულტურის ისტორიის ყოველი პერიოდი წარმოადგენს მოვლენების და განვითარების ტენდენციის რთულ მოზაიკას. მოდერნიზმა შექმნა ადამიანის და სამყაროს შორის ახალი დამოკიდებულება - სუბიექტის და ობიექტის დამოკიდებულება. იდეამ დაარსა სამყაროს ნახატი. სამყაროს ნახატი შეიცავს სამ ძირითად იდეას: ბუნებას, კულტურას და პიროვნებას.
ბუნება - ყოველივე ის არის რაც კი არსებობს, ადამიანის ჩათვლით. ეს არის ის რისი ახსნა და გამოკვლევა შესაძლებელია.
პიროვნება - ადამიანის სახეა, რომელიც ჩამოყალიბდა რენესანსის ეპოქაში. პიროვნება, სუბიექტი - ადამიანია, რომლის განვითარება საკუთარ ინიციატივას ეყრდნობა.
ხოლო კულტურა - ადამიანის დამოუკიდებელი ქმედების სფეროა, რომელშიც მას უფლება აქვს თავისი წესები ჩამოაყალიბოს, და თავის მიზნებს მიჰყვეს.
არსებობს ზღვარი, რომელიც ხელოვნების და ადამიანის სხვა ქმნილებების შორის მდებარეობს. ის გამჭირვალეა და ძნელად გასარჩევია, ისტორიულად ცვლილებადია. ყველა თავისებურად ხედავს მას, რადგან ყველას სხვადასხვა ესთეტიკური გემოვნება და ცხოვრების გამოცდილება აქვს. დრომ გვანახა, რომ მოდერნისტული ნამუშევრების უმრავლესობის იდეა ჩვენთვის გასაგებია და მისაღებია. ამაზე მეტიც, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა (აბსტრაქტული ფერწერა),მოდერნისტული ნამუშევრების შეფასებისას ჩვენ შეგვიძლია ისეთივე კრიტერიუმებით ვისარგებლოთ , რომლებითაც კლასიკური ფერწერის შეფასებისას ვხმარობთ.აქედან გამომდინარე, თანამედროვე ხელოვნების ამ ძირითად მიმდინარეობას კლასიკურ მოდერნად აღნიშნავენ. ხელოვნების ისტორია სულ უფრო და უფრო ეთანხმება იმ აზრს, რომ კლასიკური და თანამედროვე ფერწერის შორის შუამავალი ფრანგი მხატვარი, პოლ სეზანი გახლავთ, რომლის ნამუშევრები არც ერთ დინებას არ მიჰყვება. სეზანის ნამუშევრებში მთავარი ატრიბუტი ფერი იყო. თავის ნამუშევრებში ის ახალ, ობიექტურ სამყაროს ქმნის,დამოუკიდებელ სამყაროს. სეზანის ნამუშევრებს ხშირად ახსენებენ ვან გოგზე და გოგენზე საუბრისას, იმის მიუხედავად რომ ვან გოგს და გოგენს პოსტიმპრესიონისტებად მივიჩნევთ.
მოდერნისტული სტილები რიგრიგობით ყალიბდებიან, მათი ჩამოყალიბების პერიოდის მიხედვით.მოდერნისტული ფერწერის განვითარებისას ამ სტილების უმრავლესობა მრავალჯერ ბრუნდებოდა, იცვლებოდა. რთულია თანამედროვე ხელოვნების ზოგი გამოჩენილი პირის ხელოვნების რომელიმე კონკრეტური სტილი მივუსაკუთროთ (პიკასო, კანდინსკი, კლეე და სხვა). ნამუშევრების უმრავლესობა შეიცავს სხვადასხვა, ამ პერიუდისათვის დამახასიათებელ, ფერწერულ სტილებს.
თანამედროვე ფერწერა უამრავ სტილს შეიცავს, არ არსებობს ორი იდენტური მიმდინარეობა;
პოსტიმპრესიონიზმი - მხატვრული დინება, რომელიც იმპრესიონიზმის შემდეგ ჩამოყალიბდა. მხატვრებმა უარი განაცხადეს ხილული რეალობის გამოხატვაზე, მათ გადაწყვიტეს რეალობის ძირითადი ელემენტების გამოხატვა. პოსტიმპრესიონიზმის ფართო სპექტრი შეიცავს ფერწერის ობიექტურ კანონსწორობას (სეზანი), აღქმითი პროცესების გამოხატვას (რედონი), სიურეალიზმს (ვან გოგი), ჩვენი საზოგადოების პრიმიტიულ წყაროებს (გოგენი) ან რეალობის პოეტურობას (რუსო).
კუბიზმი - რეალობის ილუზიაა. ნამუშევარი შეიცავს რაციონალურ და ლოგიკურ მცნებას, რეალობის გამოსახულებას. აგრეთვე წარმოადგენს მხატვრის შრთაბეჭდილებებს, მოგონებებს და შეგრძნებებს. რეალობის აღქმა მრავალფეროვანია,თავისი გამოსახულებით და აზროვნებით. ნამუშევარში ობიექტი იშლება მლავალ კუთხეებად, რათა მიაწოდოს მნახველს მთლიანი ინფორმაცია. ნახატში სხვადასხვა კუთხეებია გაერთიანებული, მაგალითად პირდაპირი და გვერდული კუთხე, ზედა და ქვედა. კუბიზმისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვნება, არ შეიცავს ატმოსფეროს და განათებას - ანალიტიკური კუბიზმი (პიკასო, ბრაკი)
ორფიზმი - გავს კუბიზმს, ახასიათებს მაღალი კოლორიტობა, ფერების სპექტრის მთლიანი გამოყენება. ორფიზმული ნამუშევრის იდეა ცხოვრებისებური შეგრძნებების პარალელს წარმოადგენს. მხატვრები ძირითადად მრგვალ ფორმებს იყენებენ (დელანი, კუპკა).
ექსპრესიონიზმი - ვლინდება დრამატულ თემატიკაში, მონუმენტალურ ფორმაში, სწრაფ და გამოკვეთილ ხელწერაში. ასახავს პესიმიზმს და ეპოქის მელანქოლიას, ექზისტენციალიზმს (ვან გოგი, ენსორი, რუალტი, მუნჩი) ასევე არსებობს აბსტრაქტული აქსპრესიონიზმი; ტაშიზმი,ჟესტების ფერწერა.
ფუტურიზმი - ლტოლვა ტექნიკური ცივილიზაციისადმი. მხატვრები აღწერდნენ მოძრაობას, სისწრაფეს, მანქანების ტექნიკურ ფორმებს. მშვიდი და სტატისტიკური ფორმა ფაზებზე იყოფება. რამოდენიმე ერთდროული მოქმედების გამოხატვის მცდელობა (კარა, ბოჩიონი,სევერინი)
სიურეალიზმი - დინებაა რომელიც ეყრდნობა წარმოსახვის უნარს, ინტუიციას. სიურეალიზმში ძირითადად გამოიყენება მონტაჟი, კოლაჟი...სხვადასხვა საგნების გაერთიანება კომბინაციებში, სინამდვილისგან სიშორე. სიურეალიზმი ახალ, მაგიკურ და პოეტურ რეალობას ქმნის.არსებობს ვერისტიული სიურეალიზმი,აბსოლუტური სიურეალიზმი.
მოდერნისტული ეპოქა აგრეთვე შეიცავს აბსტრაკტულ ხელოვნებას, მარტივ გეობეტრიულ აბსტრაკტულ ესკიზებს; გეომეტრიული აბსტრაქცია, სუპრემატიზმი,ლეტრიზმი, ოპ არტი,კონსტრუქტივიზმი.
მხოიანი ნინა
Комментариев нет:
Отправить комментарий