რუსული კლასიციზმი არქიტექტურაში
XVIII საუკუნის 60-იან წლებში რუსეთი, სხვა ევროპის ქვეყნების მსგავსად,სტილისა და ხელოვნების დარგების შეცვლის გზას გაჰყვა. ბაროკო რაციონალურმა და მკაცრმა კლასიციზმმა შეცვალა. ამ დროისათვის რუსეთში ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობის ძირითადი ასპექტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ სტილის განვითარებას: რაციონალისტური ფილოსოფია, ანტიკურობისადმი ინტერესი.
აგრეთვე მნიშვნელოვანი ბიძგი ამ სტილის ჩამოყალიბებისათვის იყო აბსოლუტისტური სახელმწიფოს ფორმირება რუსეთში.
იწყება ქალაქგარე მშენებლობა.ყალიბდება შუა პარკში აშენებული სასახლის ტიპები. ქალაქებში, პირველ რიგში სანკტ პეტერბურგში და მოსკოვში, შენდება კულტურული და სახელმწიფო დანიშნულების გრანდიოზული კომპლექსები.
რუსული კლასიციზმის პერიოდიზაცია.
1. მე-18 საუკუნის ბოლო – ადრეული კლასიციზმი
2. მე-19 საუკუნის დასაწყისი – მაღალი კლასიციზმი
3. მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი – გვიანი კლასიციზმი
რუსული კლასიციზმის ფუძემდებელნი
ვ.ი. ბაჟენოვი (1738 – 1799)
მ.ფ. კაზაკოვი (1738 – 1812)
ი.ე. სტაროვი (174 – 1808)
რუსული კლასიციზმის განვითარების ადრეულ ეტაპზე დიდი როლი ითამაშეს ჟ. ვალენ – დელამოტმა და ა.ფ. კოკორინოვმა.
პეტერბურგის სამხატვრო აკადემია ვასილიევსკის კუნძულის სანაპიროს მთლიან კვარტალს იკავებს. გეგმას შეიცავს კვადრატი, რომელშიც წრეა ჩახატული და ეზოს წარმოადგენს. გარედან სივრცე გამოწეულია და წყნარი. შენობას პატარა გუმბათი აქვს, ოთხი სართული წვილებად არის დაყოფილი: პირველი და მეორე მძიმეა, ხოლო მესამე და მეოთხე – დამჩატებული. საინტერესოა შუა ნაწილი, რომელიც ბაროკოს წააგავს : შეზნექილი და ამოზნექილი ელემენტები, სვეტები და ქანდაკებები. მაგრამ ფასადზე სვეტებს პილასტრები ცვლიან.
ამავე წლებში ნევა გრანიტით შეიმოსა. სასახლის სანაპირო მკაცრი და მოკრძალებული გახდა. აუცილებელი იყო ზაფხულის ბაღის იგივე ფორმატში ჩასმა. 1771 – 1786 წლებში ფელტენმა და ეგოროვმა ზაფხულის ბაღის ცნობილი ჭიშკარი ააგეს. ფერთა გამა, ისევე როგორც ბაროკოს ეპოქაში , შავი და ოქროსფერი იყო, მაგრამ ზაფხულის ბაღის ღობეს არ ჰქონდა ბაროკოისებური აჟურული,გაღუნული, ცოცხალი ბალახის მსგავსი გაფორმება. ღობე სრულიად გეომეტრიულია: ვერტიკალური პიკები მართკუთხა ჩარჩოებს კვეთენ, ხოლო ფუძე ცილინდრული, სვეტებისმსაგვსი,დაგვირგვინებული ვაზონების სტოლბებისგან შედგება.
1768 – 1785 წლებში, ანტონიო რინალდმა, სანკტ პეტერბურგში, მარმარილოს სასახლეააშენა. არქიტექტორმა გადაწყვიტა, რომ მარმარილოს სასახლე ყურადღებას არა მარტო თავისი მასშტაბით, ფორმების სილამაზით და პროპორციების სიზუსტით მიიქცევდა, არამედ ქვის საოცარი მოპირკეთებით, რომელიც რუსული მარმარილოს ქვისგანაა შესრულებული.
ა.ი. ბაჟენოვი (1735 – 1799)
ბაჟენოვი – რუსი არქიტექტორია, მან პეტერბურგის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც არქიტექტურული ნაგებობების პროექტების და მოდელების შექმნისთანავე რომის, ბოლონიის და ფლორენციის აკადემიის პროფესორი გახდა. სამშობლოში დაბრუნებისას მას პატარა სირთულეები დახვდა. ბაჟენოვის აკადემიაში ჩევაკინსკი, კოკორინოვი, დელამოტი და რასტრელი ასწავლიდნენ. ამ პროფესორებიდან კლასიციზმის პოზიციას მხოლოდ დელამოტი იკავებდა.
1767 წელს ბაჟენოვი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 25 წელი იცხოვრა.ეს იყო რუსეთის ქალაქების გეგმარეობის შეცვლის პერიოდი. სწორედ ამ დროს ბაჟენოვს გრანდიოზული პროექტის შექმნის იდეა დაებადა.
მოსკოვის კრემლის მთლიანი ანსამბლის გეგმის შეცვლა. ეკატერინე მეორე მხარს უჭერდა კრემლის რომაულ ფორუმად გადაქცევის იდეას.ეს ყოველივე პუგაჩოვის აჯანყებამდე გრძელდებოდა, რომლის მერე ბაჟენოვი ვალდებული იყო დაემთავრებინა პროექტზე მუშაობა. შემორჩენილია მხოლოდ ნახაზები და პროექტი, მაგრამ ამ ყველაფერმაც კი დიდი გავლენა მოახდინა რუსულ არქიტექტურაზე. ბაჟენოვის კოლეგებს შორის იყო კაზაკოვი და სხვა მოსკოველი არქიტექტორები. ბაჟენოვის მოდელებშიც კი ჩანს იდეის უნიკალურობა. გრანდიოზული ფასადები, მაღალ ცოკოლებზე აღმართული საოცარი კოლონადები და რაც მთავარია – სასახლე უნდა ყოფილიყო მოედნის ცენტრალურ წერტილში, სადაც არქიტექტორი კოლეგიის აშენებას აპირებდა, არსენალის, თეატრისა და ტრიბუნების, ეროვნული შეკრებებისათვის. ეს ყოველივე რომის და ათენის მაგალითზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ,სამწუხაროდ, ამ გრანდიოზული პროექტის გარდაცვალება არქიტექტორის პირველ ტრაგედიად იქცა.
ამ დროისათვის ევროპის ხელოვნება გოთიკით ინტერესდება. ბაჟენოვმა აქაც იპოვა თავისი ადგილი. მან მიზნად დაისახა გოთიკაში ჩაღრმავება და სერიოზული კუთხით მიუდგა გოთიკის, როგორც სრული ორიგინალური მიმდინარეობის აღორძინებას. მან მოსკოვის კოშკების ზუსტად თეთრ-წითელ დეკორს რუსული გოთიკა დაარქვა. ამგვარად იბადება ცარიცინსკი კომპლექსის შექმნის იდეა (1795 – 1785 ).
კომპლექსი რუსეთის ტრადიციული ფერთა გამის გამოყენებით შეიქმნა – დეკორატიული თეთრი ქვა და წითელი აგური. ისრისებური თაღები, ფიგურული ფანჯრები, შესასვლელთა პორტალები, წვრილი სვეტები...კომპლექსში ბევრი ამოცანაა, მასონურ სიმბოლიკასთან დაკავშირებული, რომელიც სავსე იყო შენობის კედლებზე. ეკატერინეს არ მოეწონა ეს ყოველივე და მან სასახლე ციხეს შეადარა.შემდეგში კომპლექსი გადაკეთდა ნაწილობრივ კაზაკოვის მიერ.მაგრამ ბოლოს და ბოლოს კაზაკოვიც ბაჟენოვის სტილში ააშენებს პეტრეს სასახლეს პეტერბურგის შოსეზე და ის ზუსტად ბაჟენოვის ცარიცინის სტილში იქნება შესრულებული.
ბაჟენოვის ყველაზე ცნობილი ნაგებობა – პაშკოვის სახლია მოსკოვში (1784 – 1786). შენობის ფასადი ქუჩისკენაა მიმართული.ქუჩასა და შენობას შორის, რომელიც ღრმად ბორცვზეა აგებული, პატარა ბაღი მდებარეობს (რაც სრულიად ახალი გადაწყვეტილება იყო). შესასვლელი უკანა მხარესაა და საზეიმო ჭიშკრით მშვენდება. შესანიშნავი ბალუსტრადები, ორნამენტები, ორდერული პილიასტრები, ცოკოლის სართულის თაღები. გვერდითა ფლიგელების არქიტექტურას ანტიკური ტრადიციის გავლენა ეტყობა : პორტიკი და ფრონტონი.
ორდერული სისტემა ყოველ სართულზე მრავალფეროვანია. ბაროკოს ფერწერულობის და კლასიციზმის სიმკაცრის შერწყმა, შენობას განუმეორებელ სილამაზეს და ხიბლს ანიჭებს. ბაჟენოვის სხვა ნამუშევრები : ეკლესიები სტოიანოვში, ბიკოვში, ვინოგრადოვში და მიხალკოვში. იუშკოვის შესანიშნავი სახლი მიასნიცკის ქუჩაზე მოსკოვში, რომელშიც მე-19 საუკუნეში ხელოვნების სასწავლებელი განთავსდება. ბაჟენოვმა აგრეთვე მიხაილოვის სასახლის აგებაში მიიღო მონაწილეობა,პეტერბურგში.პავლე პირველმა მას ნაკვეთი მისცა პავლოვსკის ქვეშ. სწორედ იქ გარდაიცვალა არქიტექტორი, პუშკინის დაბადების წელს. მისი საფლავი დაიკარგა.
მ.ფ. კაზაკოვი ( 1738 – 1812 )
კაზაკოვი მხოლოდ უხტომსკის სკოლაში სწავლობდა, იყო ბაჟენოვის ასისტენტი კრემლის კომპლექსის აშენებისას, სადაც თავისთავად არაჩვეულებრივი არქიტექტორის სკოლა გაიარა. კაზაკოვს არც აკადემია ჰქონდა დამთავრებული, არც უნივერსიტეტი, მაგრამ მოგვიანებით მან არქიტექტურის პირველი სასწავლებელი დაარსა.
კაზაკოვის ყველაზე ხმამაღალი ნამუშევრები:
სენატის შენობა კლემლში ( 1776 – 1787 )
მიტროპოლიტ ფილიპეს ეკლესია ( 1777 – 1788 )
თავადების შეკრების შენობა (Здание Благородного собрания) ( 80იანები )
გოლიცინსკის საავადმყოფო (1796 – 1801 )
უნივერსიტეტის ძველი შენობა ( დაიწვა )
პეტროვსკის სასახლე, აგებული პეტერბურგის შოსეზე.
მთლიანობაში კაზაკოვმა დაახლოებით 100 შენობა ააშენა.
სენატის შენობა კრემლში.
კლემლის შენობაში ჩახატულია სამკუთხა ფორმა. სამკუთხედის სიმაღლე მრგვალ დარბაზად გადაიქცა, რომელსაც უზარმაზარი გუმბათი ახლდა (24 მეტრი დიამეტრში, ხოლო სიმაღლეში 28 მეტრი ). გუმბათი ორიენტირებულია წითელ მოედანზე. ფასადი პროპორციულად ორდერის, მსხვილი დეტალებითაა დაყოფილი. პორტალი პორტიკის სახითაა გაფორმებული, სამკუთხა ფრონტონი და სვეტები. პორტიკის და ფრონტონის მრგვალ გუმბათთან შეთავსება რუსული კლასიციზმის ტრადიციულ მოვლენად იქცა.
გოლიცინსკის საავადმყოფო (პირველი ქალაქური) კალუჟსკის ქუჩაზე. კაზაკოვმა საავადმყოფო ეკლესიას შეუერთა. შენობის გვერდითა ფრთები არაფრითაა დამუშავებული, ცენტრში კი განთავსებულია დორიული მასიური კოლონადა და სამკუთხა ფრონტონი, რომლის ზემოდაც ეკლესიის გუმბათის ბარაბანი მოსჩანს.
თავადების შეკრების შენობაში ყველაზე ორიგინალური სვეტების დარბაზია. გამოირჩევა მასშტაბით და სიმაღლით. ეს არის ინტერიერის მთავარი ოთახი. დარბაზის სახეს წარმოადგენს კორინფული კოლონადა, რომელიც დარბაზის კონტურს იმეორებს. გამოყოფს ცენტრალურ სივრცეს, რომელიც მეჯლისებისთვის და წვეულებებისთვისაა განკუთვნილი. სვეტები ხელოვნური კაშკაშა თეთრი მარმარილოსგანაა აგებული.
პეტროვის სასახლე.
ამ სასახლის დაგეგმარეობაში, კაზაკოვმა მავრიტანულ – გოთური სტილი გამოიყენა, რომელიც ჯერ კიდევ ბაჟენოვის მიერ იყო წამოწყობილი. შენობა ისევ და ისევ წითელ – თეთრშია შესრულებული.
კაზაკოვის სახელი მყარად უკავშირდება კლასიცისტურ მოსკოვს, იმიტომ რომ სწორედ კაზაკოვის საუკეთესო შენობებმა დაბადეს ეკატერინეს ეპოქის ქალაქი. ყველაზე ცნობილი ვილები: ივანე დემიდოვის სახლი გოროხოვის ქუჩაზე, გუბინის სახლი პეტროვკაზე და ბარიშნიკოვების სახლი მიასნიცკის ქუჩაზე. მაგრამ კაზაკოვის ქალაქური ვილა – ყველაზე დიდი, მასიური, თითქმის არარსებული დეკორით, შენობა პორტიკით – ეს არის სახლი რომელიც დომინირებს სხვა დანარჩენ სახლებზე.
ი.ე. სტაროვი ( 1745 – 1808 )
ბაჟენოვთან ერთად პეტერბურგში აკადემიაში მოსკოვიდან ჩამოვიდა ივან სტაროვი. ბაჟენოვის მზგავსად გაემგზავრა იტალიაში. შემდეგ ჩამოვიდა და მუშაობდა პეტერბურგში.
ეს იყო თავადობის ოქროს ეპოქის საუკუნე. წარმოსადეგი მონარქიის იდეა გაქრა, და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ქალაქგარე ვილების, სასახლეების და სახლების აგება ხდება.
სტავროვის ყველაზე ცნობილი შენობა – Таврический дворец, შპალერნოის ქუჩაზე, პეტერბურში ( 1783 – 1789 ).
სასახლის ტიპი – სამპავილიონიანი საცხოვრებო სახლი. შედგება მთავარი კორპუსის და გვერდითა ფლიგელებისგან. ეს სქემა შემდგომში კლასიცისტური სასწავლო დაწესებულობების და სასახლეების ძირითადი სქემა იქნება. სასახლის ფასადი მკაცრია, განლაგებულია დორიული სვეტები ( სვეტები კანელიურების გარეშე ), პორტიკი გუმბათითაა დაგვირგვინებული, ცარიელი მეტოპები. შეიქმნა სიმკაცრის და ინტერიერის ფუფუნების კონტრასტი.
ჭიშკრის იქით, რვაკუთხა დარბაზია, შემდეგ უზარაზარი გალერეა რომელშიც სვეტების ორმაგი რიგია განლაგებული. სასახლის უკან რა თქმა უნდა ბაღი.
რუსეთის არქიტექტურა მე-18 საუკუნის ბოლოს.
18 საუკუნის ბოლომდე კლასიციზმი რუსეთის არქიტექტურის მთავარ ჟანრად რჩებოდა.ამ დროს მკაცრი კლასიციზმი შემოდის, რომლის წარმომადგენელი ჯაკომო კვარენგი იყო.
ჯაკომო კვარენგი ( 1744 – 1817 )
ის რუსეთში 80იანებში ჩამოვიდა. იტალიაში კვარენგი რომის ანტიკურობის მოყვარული იყო. კვარენგი არა მარტო შესანიშნავი არქიტექტურული ნაწარმოებების შემქმნელი იყო, ის აგრეთვე არქიტექტურის თეორეტიკი იყო. მისი მთავარი პრინციპებია :
1. საცხოვრებელი ან ადმინისტრატიული შენობის სამნაწილიანი სქემა შეიცავს ცენტრალურ კორპუსს და ორ სიმეტრიულ ფლიგელს, რომლებიც ცენტრალურ კორპუსთან გალერეებითაა შეერთებული.
2. ცენტრალური კორპუსი პორტიკითაა მონიშნული. ამდაგვარია მეცნიერების აკადემია პეტერბურგში, რომელიც კვარენგის მიერაა აშენებული, აგრეთვე თავად ქალთა ინსტიტუტის შენობა.
3. შენობა – პარალელიპიპედი, ხშირად სამსართულიანი.
4. მდიდრული დეკორი თითქმის არ გამოიყენება.
5. სუფთა ფონზე უზარმაზარი ორდერული პორტიკი, რომელიც შენობის მთლიან სიმაღლეზეა აღმართული. პორტიკს ფრონტონი ამშვენებს.
6. სვეტებს და კედლებს შორის დიდი მანძილია.
7. სვეტებს არ აქვთ კანელურები.
კვარნეგიმ ქალაქში და მის მიდამოებში,ამ პრინციპების რეალიზაცია მოახდინა მუშაობის დროს.
ვინჩენცო ბრენა ( 1745 – 1820 )
იტალიელი მხატვარი დეკორატორი და არქიტექტორი. რუსეთში მუშაობდა 1783 – 1802 წლებში. მონაწილეობდა პავლოვსკის მიხაილოვის და გატჩინის სასახლეების მშენებლობაში. იყო რუმიანცევის ობელისკის არქიტექტორი, რომელიც მდებარეობდა მარსოვის ველზე, დღეს ვასილიევის კუნძულზე.
ჩარლზ კამერონი ( 1740 – 1812 )
1779 წელს იყო დაპატიჟებული რუსეთში. კამერონს შეეძლო არქიტექტურის და ბუნების შეხამება, მთლიანობის და მინიატურული დეტალის ჰარმონიის შეხამება. მან თავი გამოიჩინა ქალაქგარე მშენებლობაში, სასახლის ანსამბლების და პატარა პავილიონების შექმნაში,
ინტერიერის ხელოვნებაში. სამეფო ნაკვეთში, რასტრელის მიერ შექმნილ სასახლეს ჩარლზი უმატებს კამერონის გალერეას, დაკიდულ ბაღებს.
კამერონის გალერეის შენობაში განიერადაა განლაგებული წვრილი იონიური სვეტები, რომლებიც არაჩვეულებრივი სიფაფუკის შეგრძნებას ქმნიან. დიდი სასახლის ინტერიერში კამერონმა პირველად გამოიყენა ბერძნული ორდერი, რომელიც აისახება უკვე მეცხრამეტე საუკუნეში.
კამერონის საქმიანობის მეორე მხარე – პავლოვის ანსამბლია. სასახლე წარმოადგენს მრგვალდარბაზიან ოთკუთხა ფართს. სასახლე პატარა გორაკზეა აგებული, მდინარე სლავიანკის გვერდით, სადაც ინგლისური პარკი აშენდა.
მხოიანი ნინა