понедельник, 9 сентября 2013 г.

«Что наша жизнь?... Игра» По книге Й. ХЕЙЗИНГИ ИГРОВАЯ КОНЦЕПЦИЯ КУЛЬУТРЫ

«Что наша жизнь?... Игра»
Игра...именно в форме игры возникает культура. Вся наша жизнь – игра. Игра проявляет себя даже в добывании жизненно важных физиологических нужд, таких как охота в архаическом обществе. Культура впитывает в себя игру и приобретает игривое настроение. Исследователи ищут игру между группами людей, или между двух противоположных сторон, которые готовы состязаться. Однако кроме игр в группе существуют одиночные игры. Игра в одиночку плодотворна для культуры в ограниченной степени. Свою точку зрения, Хейзинга доказывает на примере животных...соревнование ворон в искусстве полета, танцы тетерева, певчие птицы и т.д.
Заметьт, фактор игры существовал за долго до появления человека, в жизни животных птиц и т.д. Состязания и представления не проистекают из культуры, а предшествуют ей.
Правильно ли, сливать состязание и игру в единное целое? Рассмотрим греческие состязания... состязания не имели никакой цели, результат был незначителен. Исход игры важен лишь для игроков и зрителей, для тех кто в ней учавствует и понимает ее правила. Единственной целью является выигрыш. Выигрыш возможен в том случае, если есть противник. Победив противника, игрок получает высокий титул, славу и почет не только среди участников зрелища, но и за пределами круга зрителей и игроков. Победа становится главной частью игры, но это не подразумевает жажду власти и т.п. главное получать удовольствие от победы, по этому назначаются разные призовые награды. Существует множество различных типов борьбы, физическая борьба, логическая, моральное уничтожение противника, хитрость и нечестная победа.
На протяжении архаического периуда зараждается дуализм, примером чего является деление племен на группы по соответствию тотемов, которые изображали разных животных. Наряду с тотемным делением племени на две части люди группировались по признаку пола: китайское противопоставление инь и ян, женское и мужское начало. Юношы и девушки привлекали друг друга поочередным пением, танцем и игрой. Такие ухаживания происходили во время культовых празднований, игра сопутствовала хорошему году, хорошему уражаю.
Агональную основу культуры архаики описывает «потлатч». Его устраивали индейцы времен Британской Колумбии. Вожди племен состязались между собой. Обычно состязание имело вид хвастовства и демонстрировании власти : « я убью пятерых слуг, да бы доказать тебе какой я сильный и уважаемый» в ответ из другого племени приходит заявление посерьезнее « а я убью вдвое больше слуг» , «я разбросаю свое имущество, подарю его, ибо я превосходен» соперник был обязан превзойти соперника... Духовная атмосфера, в которой происходит вся эта торжественная церемония, - это атмосфера чести, выставления на показ, бахвальства и вызова. Что касается цели, она заключается в повышении ранга и превосходства над другими.
Состязания были, есть и будут всегда. На примере потлатча, состязания в хуле ( турниры, в которых учавствовали рыцари да бы поносить своего противника в состязании моральных ценностей, а не в силе оружия), кровавых битв агонического характера, можно полагать, что между ними нет четной границы. Все факты ведут к тому, что определенно, состязание – это игра и ничто иное, так же как и борьба. Борьба – схватка двух противоположных сторон, целью которой является «приз». Конечно приз, в данной ситуации понятие растяжимое, ибо борьба обязательно кровавая, коварная. Приз заключается в имуществе, славе, территории, которая принадлежит противнику – военный принцип. Разве это не похоже на игру, разве это не является составляющей частью игры, самой игрой ? Какая разница, проливается кровь, не проливается? Игра – все то, что содержит правила, цель выигрыша, добывание чего-либо ( даже титул победителя достаточен).
Й. Хейзинга, прежде всего взаимосвязь игры и культуры видит в агональном характере войны: состязательный момент вступает в действие с той минуты, когда воюющие стороны начинают видеть в друг друге противника, сражающее за то, на что он имеет право. Война, как и дуэль, по идее, представляет собой честный поединок. Назначается время, место битвы, проливается кровь, которая является символом возврата чести оскорбленной стороны.
И так... Игра, это то, без чего невозможно существование человечества. Игра – это основа человеческих действий. Цель игры – в ней самой, она не может быть плохой, или хорошей. Игра контролируется человеком, ее правила созданы человеком, но порой человечество не осознает этого. Азарт игры настолько велик, что культура превращает человека в пешку, в человека, который не осознает того, что живет играя, играет вечно и безконечно.  Главное соблюдать ее правила, да бы избежать насилие и хаос. Игра по сути не должна быть кровавой, правила игры призывают к честности и благородству, что на сегодняшний день постепенно превращается в миф.
Игровые состязания, древнее самой культуры. Культура росла при помощи игры ; Музыка и танец созданы игрою. Мудрость и знание зараждалось в словесных играх, проходивших как состязание.  Улаживание споров оружием, условности жизни аристократии основывались на игровых формах. Поэтому вывод здесь может быть только один: культура, в её первоначальных фазах, играется.
                                                                                                                                                               Мхоян Нина
По книге Й. ХЕЙЗИНГИ
ИГРОВАЯ КОНЦЕПЦИЯ КУЛЬУТРЫ

მოდერნიზმი

მოდერნიზმი
მოდერნიზმის ჩამოყალიბებისას, კულტურამ დიდი წინსვლა განიცადა. ფერწერა, დაწყებული პოსტიმპრესიონიზმიდან, აღარ აღწერს უკვე ნანახს. ის გადმოსცემს ავტორის გრძნობებს, სიმართლეს, ხილვას და იმის გამოხატვის სურვილს, რისი გამოხატვა შეუძლებელია რეალობის დაკოპირების მეშვეობით. ეს არის გარე ხილვის მიღმა მიმალული ნამდვილი რეალობის გამოხატვის მცდელობა.მოდერნისტული ხელოვნების ნამუშევარი სრულიად დამოუკიდებელია, ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, ხელოვნების ცხოვრებით, მაგრამ ამავდროულად გამოხატავს კლასიკურ ფერწერაზე ბევრად რეალურ ცხოვრებას. ხელოვნებაში ნამუშევრის რეალობა უფრო მაღალ ადგილს იკავებს ვიდრე ცხოვრების რეალობა. ეს არ არის წარსულის ესთეტიკურ იდეალებზე უარის თქმა...ეს არის XX საუკუნის ადამიანთან დაახლოვება.
თითქოს ახალი არაფერი შეიქმნება, მაგრამ თანამედროვე ხელოვნების განვითარების პროცესი არ დამთავრებულა და როგორც ჩანს არც დამთავრდება. ჯერ არ გასულა იმდენი დრო, რომ ობიექტურად იყოს შესაძლებელი სხვაობის მონახვა ბოლო ათწლეულისადმი შემონახული ფერწერის განვითარების და ზედაპირული ექსცენტრიულობის შორის. XX საუკუნის დასაწყისის გამოყენებითი ხელოვნების სტილები უკვე გარჩეული და შეფასებულია და ჯერჯერობით მოდერნისტული ხელოვნების განვითარების ფუძედ ითვლება.ზოგი პროცესი, შესაძლოაჩვენთვის გაუგებარი იყოს...ზოგი შედევრი შესაძლოა აბსურდულ ნაჯღაპნად მიგვაჩნდეს,მაგრამ ისტორიამ გვასწავლა, რომ ყოველივე ახალს ხელოვნებაში, დღეს ტოლერანტულად უნდა მოვეპყროთ, რადგან ხვალინდელ დღეს არავინ დაგვცინოს. ხელოვნებას ყველა სხვაგვარად ხედავს, ხელოვნება ერთერთი აკრძალული საკამათო თემაა
კულტურის ისტორიის ყოველი პერიოდი წარმოადგენს მოვლენების და განვითარების ტენდენციის რთულ მოზაიკას. მოდერნიზმა შექმნა ადამიანის და სამყაროს შორის ახალი დამოკიდებულება - სუბიექტის და ობიექტის დამოკიდებულება. იდეამ დაარსა სამყაროს ნახატი. სამყაროს ნახატი შეიცავს სამ ძირითად იდეას: ბუნებას, კულტურას და პიროვნებას.
ბუნება - ყოველივე ის არის რაც კი არსებობს, ადამიანის ჩათვლით. ეს არის ის რისი ახსნა და გამოკვლევა შესაძლებელია.
პიროვნება - ადამიანის სახეა, რომელიც ჩამოყალიბდა რენესანსის ეპოქაში. პიროვნება, სუბიექტი - ადამიანია, რომლის განვითარება საკუთარ ინიციატივას ეყრდნობა.
ხოლო კულტურა - ადამიანის დამოუკიდებელი ქმედების სფეროა, რომელშიც მას უფლება აქვს თავისი წესები ჩამოაყალიბოს, და თავის მიზნებს მიჰყვეს.
არსებობს ზღვარი, რომელიც ხელოვნების და ადამიანის სხვა ქმნილებების შორის მდებარეობს. ის გამჭირვალეა და ძნელად გასარჩევია, ისტორიულად ცვლილებადია. ყველა თავისებურად ხედავს მას, რადგან ყველას სხვადასხვა ესთეტიკური გემოვნება და ცხოვრების გამოცდილება აქვს. დრომ გვანახა, რომ მოდერნისტული ნამუშევრების უმრავლესობის იდეა ჩვენთვის გასაგებია და მისაღებია. ამაზე მეტიც, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა (აბსტრაქტული ფერწერა),მოდერნისტული ნამუშევრების შეფასებისას ჩვენ შეგვიძლია ისეთივე კრიტერიუმებით ვისარგებლოთ , რომლებითაც კლასიკური ფერწერის შეფასებისას ვხმარობთ.აქედან გამომდინარე, თანამედროვე ხელოვნების ამ ძირითად მიმდინარეობას კლასიკურ მოდერნად აღნიშნავენ. ხელოვნების ისტორია სულ უფრო და უფრო ეთანხმება იმ აზრს, რომ კლასიკური და თანამედროვე ფერწერის შორის შუამავალი ფრანგი მხატვარი, პოლ სეზანი გახლავთ, რომლის ნამუშევრები არც ერთ დინებას არ მიჰყვება. სეზანის ნამუშევრებში მთავარი ატრიბუტი ფერი იყო. თავის ნამუშევრებში ის ახალ, ობიექტურ სამყაროს ქმნის,დამოუკიდებელ სამყაროს. სეზანის ნამუშევრებს ხშირად ახსენებენ ვან გოგზე და გოგენზე საუბრისას, იმის მიუხედავად რომ ვან გოგს და გოგენს პოსტიმპრესიონისტებად მივიჩნევთ.
მოდერნისტული სტილები რიგრიგობით ყალიბდებიან, მათი ჩამოყალიბების პერიოდის მიხედვით.მოდერნისტული ფერწერის განვითარებისას ამ სტილების უმრავლესობა მრავალჯერ ბრუნდებოდა, იცვლებოდა. რთულია თანამედროვე ხელოვნების ზოგი გამოჩენილი პირის ხელოვნების რომელიმე კონკრეტური სტილი მივუსაკუთროთ (პიკასო, კანდინსკი, კლეე და სხვა). ნამუშევრების უმრავლესობა შეიცავს სხვადასხვა, ამ პერიუდისათვის დამახასიათებელ, ფერწერულ სტილებს.
თანამედროვე ფერწერა უამრავ სტილს შეიცავს, არ არსებობს ორი იდენტური მიმდინარეობა;
პოსტიმპრესიონიზმი - მხატვრული დინება, რომელიც იმპრესიონიზმის შემდეგ ჩამოყალიბდა. მხატვრებმა უარი განაცხადეს ხილული რეალობის გამოხატვაზე, მათ გადაწყვიტეს რეალობის ძირითადი ელემენტების გამოხატვა. პოსტიმპრესიონიზმის ფართო სპექტრი შეიცავს ფერწერის ობიექტურ კანონსწორობას (სეზანი), აღქმითი პროცესების გამოხატვას (რედონი), სიურეალიზმს (ვან გოგი), ჩვენი საზოგადოების პრიმიტიულ წყაროებს (გოგენი) ან რეალობის პოეტურობას (რუსო).
კუბიზმი - რეალობის ილუზიაა. ნამუშევარი შეიცავს რაციონალურ და ლოგიკურ მცნებას, რეალობის გამოსახულებას. აგრეთვე წარმოადგენს მხატვრის შრთაბეჭდილებებს, მოგონებებს და შეგრძნებებს. რეალობის აღქმა მრავალფეროვანია,თავისი გამოსახულებით და აზროვნებით. ნამუშევარში ობიექტი იშლება მლავალ კუთხეებად, რათა მიაწოდოს მნახველს მთლიანი ინფორმაცია. ნახატში სხვადასხვა კუთხეებია გაერთიანებული, მაგალითად პირდაპირი და გვერდული კუთხე, ზედა და ქვედა. კუბიზმისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვნება, არ შეიცავს ატმოსფეროს და განათებას - ანალიტიკური კუბიზმი (პიკასო, ბრაკი)
ორფიზმი - გავს კუბიზმს, ახასიათებს მაღალი კოლორიტობა, ფერების სპექტრის მთლიანი გამოყენება. ორფიზმული ნამუშევრის იდეა ცხოვრებისებური შეგრძნებების პარალელს წარმოადგენს. მხატვრები ძირითადად მრგვალ ფორმებს იყენებენ (დელანი, კუპკა).
ექსპრესიონიზმი - ვლინდება დრამატულ თემატიკაში, მონუმენტალურ ფორმაში, სწრაფ და გამოკვეთილ ხელწერაში. ასახავს პესიმიზმს და ეპოქის მელანქოლიას, ექზისტენციალიზმს (ვან გოგი, ენსორი, რუალტი, მუნჩი) ასევე არსებობს აბსტრაქტული აქსპრესიონიზმი; ტაშიზმი,ჟესტების ფერწერა.
ფუტურიზმი - ლტოლვა ტექნიკური ცივილიზაციისადმი. მხატვრები აღწერდნენ მოძრაობას, სისწრაფეს, მანქანების ტექნიკურ ფორმებს. მშვიდი და სტატისტიკური ფორმა ფაზებზე იყოფება. რამოდენიმე ერთდროული მოქმედების გამოხატვის მცდელობა (კარა, ბოჩიონი,სევერინი)
სიურეალიზმი - დინებაა რომელიც ეყრდნობა წარმოსახვის უნარს, ინტუიციას. სიურეალიზმში ძირითადად გამოიყენება მონტაჟი, კოლაჟი...სხვადასხვა საგნების გაერთიანება კომბინაციებში, სინამდვილისგან სიშორე. სიურეალიზმი ახალ, მაგიკურ და პოეტურ რეალობას ქმნის.არსებობს ვერისტიული სიურეალიზმი,აბსოლუტური სიურეალიზმი.
მოდერნისტული ეპოქა აგრეთვე შეიცავს აბსტრაკტულ ხელოვნებას, მარტივ გეობეტრიულ აბსტრაკტულ ესკიზებს; გეომეტრიული აბსტრაქცია, სუპრემატიზმი,ლეტრიზმი, ოპ არტი,კონსტრუქტივიზმი.
მხოიანი ნინა

რუსული კლასიციზმი არქიტექტურაში

რუსული კლასიციზმი არქიტექტურაში

XVIII  საუკუნის 60-იან  წლებში რუსეთი, სხვა ევროპის ქვეყნების მსგავსად,სტილისა და ხელოვნების დარგების შეცვლის გზას გაჰყვა. ბაროკო რაციონალურმა და მკაცრმა კლასიციზმმა შეცვალა. ამ დროისათვის რუსეთში ჩამოყალიბდა მსოფლმხედველობის ძირითადი ასპექტები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ სტილის განვითარებას: რაციონალისტური ფილოსოფია, ანტიკურობისადმი ინტერესი.
აგრეთვე მნიშვნელოვანი ბიძგი ამ სტილის ჩამოყალიბებისათვის იყო აბსოლუტისტური სახელმწიფოს ფორმირება რუსეთში.
იწყება ქალაქგარე მშენებლობა.ყალიბდება შუა პარკში აშენებული სასახლის ტიპები. ქალაქებში, პირველ რიგში სანკტ პეტერბურგში და მოსკოვში, შენდება კულტურული და სახელმწიფო დანიშნულების გრანდიოზული კომპლექსები.
რუსული კლასიციზმის პერიოდიზაცია.
1.      მე-18 საუკუნის ბოლო – ადრეული კლასიციზმი
2.      მე-19 საუკუნის დასაწყისი – მაღალი კლასიციზმი
3.      მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი – გვიანი კლასიციზმი
რუსული კლასიციზმის ფუძემდებელნი
ვ.ი. ბაჟენოვი (1738 – 1799)
მ.ფ. კაზაკოვი (1738 – 1812)
ი.ე. სტაროვი (174 – 1808)
რუსული კლასიციზმის განვითარების ადრეულ ეტაპზე დიდი როლი ითამაშეს ჟ. ვალენ – დელამოტმა და ა.ფ. კოკორინოვმა.
პეტერბურგის სამხატვრო აკადემია ვასილიევსკის კუნძულის სანაპიროს მთლიან კვარტალს იკავებს. გეგმას შეიცავს კვადრატი, რომელშიც წრეა ჩახატული და ეზოს წარმოადგენს. გარედან სივრცე გამოწეულია და წყნარი. შენობას პატარა გუმბათი აქვს, ოთხი სართული წვილებად არის დაყოფილი: პირველი და მეორე მძიმეა, ხოლო მესამე და მეოთხე – დამჩატებული. საინტერესოა შუა ნაწილი, რომელიც ბაროკოს წააგავს : შეზნექილი და ამოზნექილი ელემენტები, სვეტები და ქანდაკებები. მაგრამ ფასადზე სვეტებს პილასტრები ცვლიან.
ამავე წლებში ნევა გრანიტით შეიმოსა. სასახლის სანაპირო მკაცრი და მოკრძალებული გახდა. აუცილებელი იყო ზაფხულის ბაღის იგივე ფორმატში ჩასმა. 1771 – 1786 წლებში ფელტენმა და ეგოროვმა ზაფხულის ბაღის ცნობილი ჭიშკარი ააგეს. ფერთა გამა, ისევე როგორც ბაროკოს ეპოქაში , შავი და ოქროსფერი იყო, მაგრამ ზაფხულის ბაღის ღობეს არ ჰქონდა ბაროკოისებური აჟურული,გაღუნული, ცოცხალი ბალახის მსგავსი გაფორმება. ღობე სრულიად გეომეტრიულია: ვერტიკალური პიკები მართკუთხა ჩარჩოებს კვეთენ, ხოლო ფუძე ცილინდრული, სვეტებისმსაგვსი,დაგვირგვინებული ვაზონების სტოლბებისგან შედგება.
1768 – 1785 წლებში, ანტონიო რინალდმა, სანკტ პეტერბურგში, მარმარილოს სასახლეააშენა. არქიტექტორმა გადაწყვიტა, რომ მარმარილოს სასახლე ყურადღებას არა მარტო თავისი მასშტაბით, ფორმების სილამაზით და პროპორციების სიზუსტით მიიქცევდა, არამედ ქვის საოცარი მოპირკეთებით, რომელიც რუსული მარმარილოს ქვისგანაა შესრულებული.
ა.ი. ბაჟენოვი (1735 – 1799)
ბაჟენოვი – რუსი არქიტექტორია, მან პეტერბურგის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც არქიტექტურული ნაგებობების პროექტების და მოდელების შექმნისთანავე რომის, ბოლონიის და ფლორენციის აკადემიის პროფესორი გახდა. სამშობლოში დაბრუნებისას მას პატარა სირთულეები დახვდა. ბაჟენოვის აკადემიაში ჩევაკინსკი, კოკორინოვი, დელამოტი და რასტრელი ასწავლიდნენ. ამ პროფესორებიდან კლასიციზმის პოზიციას მხოლოდ დელამოტი იკავებდა.
1767 წელს ბაჟენოვი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც 25 წელი იცხოვრა.ეს იყო რუსეთის ქალაქების გეგმარეობის შეცვლის პერიოდი. სწორედ ამ დროს ბაჟენოვს გრანდიოზული პროექტის შექმნის იდეა დაებადა.
მოსკოვის კრემლის მთლიანი ანსამბლის გეგმის შეცვლა. ეკატერინე მეორე მხარს უჭერდა  კრემლის რომაულ ფორუმად გადაქცევის იდეას.ეს ყოველივე პუგაჩოვის აჯანყებამდე გრძელდებოდა, რომლის მერე ბაჟენოვი ვალდებული იყო დაემთავრებინა პროექტზე მუშაობა. შემორჩენილია მხოლოდ ნახაზები და პროექტი, მაგრამ ამ ყველაფერმაც კი დიდი გავლენა მოახდინა რუსულ არქიტექტურაზე. ბაჟენოვის კოლეგებს შორის იყო კაზაკოვი და სხვა მოსკოველი არქიტექტორები. ბაჟენოვის მოდელებშიც კი ჩანს იდეის უნიკალურობა. გრანდიოზული ფასადები, მაღალ ცოკოლებზე აღმართული საოცარი კოლონადები  და რაც მთავარია – სასახლე უნდა ყოფილიყო მოედნის ცენტრალურ წერტილში, სადაც არქიტექტორი კოლეგიის აშენებას აპირებდა, არსენალის, თეატრისა და ტრიბუნების, ეროვნული შეკრებებისათვის. ეს ყოველივე რომის და ათენის მაგალითზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ,სამწუხაროდ, ამ გრანდიოზული პროექტის გარდაცვალება არქიტექტორის პირველ ტრაგედიად იქცა.
ამ დროისათვის ევროპის ხელოვნება გოთიკით ინტერესდება. ბაჟენოვმა აქაც იპოვა თავისი ადგილი. მან მიზნად დაისახა გოთიკაში ჩაღრმავება და სერიოზული კუთხით მიუდგა გოთიკის, როგორც სრული ორიგინალური მიმდინარეობის აღორძინებას. მან მოსკოვის კოშკების ზუსტად თეთრ-წითელ დეკორს რუსული გოთიკა დაარქვა. ამგვარად იბადება ცარიცინსკი კომპლექსის შექმნის იდეა (1795 – 1785 ).
კომპლექსი რუსეთის ტრადიციული ფერთა გამის გამოყენებით შეიქმნა – დეკორატიული თეთრი ქვა და წითელი აგური. ისრისებური თაღები, ფიგურული ფანჯრები, შესასვლელთა პორტალები, წვრილი სვეტები...კომპლექსში ბევრი ამოცანაა, მასონურ სიმბოლიკასთან დაკავშირებული, რომელიც სავსე იყო შენობის კედლებზე. ეკატერინეს არ მოეწონა ეს ყოველივე და მან სასახლე ციხეს შეადარა.შემდეგში კომპლექსი გადაკეთდა ნაწილობრივ კაზაკოვის მიერ.მაგრამ ბოლოს და ბოლოს კაზაკოვიც ბაჟენოვის სტილში ააშენებს პეტრეს სასახლეს  პეტერბურგის შოსეზე და ის ზუსტად ბაჟენოვის ცარიცინის სტილში იქნება შესრულებული.
ბაჟენოვის ყველაზე ცნობილი ნაგებობა – პაშკოვის სახლია მოსკოვში (1784 – 1786). შენობის ფასადი ქუჩისკენაა მიმართული.ქუჩასა და შენობას შორის, რომელიც ღრმად ბორცვზეა აგებული, პატარა ბაღი მდებარეობს (რაც სრულიად ახალი გადაწყვეტილება იყო). შესასვლელი უკანა მხარესაა და საზეიმო ჭიშკრით მშვენდება. შესანიშნავი ბალუსტრადები, ორნამენტები, ორდერული პილიასტრები, ცოკოლის სართულის თაღები. გვერდითა ფლიგელების არქიტექტურას ანტიკური ტრადიციის გავლენა ეტყობა : პორტიკი და ფრონტონი.
ორდერული სისტემა ყოველ სართულზე მრავალფეროვანია. ბაროკოს ფერწერულობის და კლასიციზმის სიმკაცრის შერწყმა, შენობას განუმეორებელ სილამაზეს და ხიბლს ანიჭებს. ბაჟენოვის სხვა ნამუშევრები :  ეკლესიები სტოიანოვში, ბიკოვში, ვინოგრადოვში და მიხალკოვში. იუშკოვის შესანიშნავი სახლი მიასნიცკის ქუჩაზე მოსკოვში, რომელშიც მე-19 საუკუნეში ხელოვნების სასწავლებელი განთავსდება. ბაჟენოვმა აგრეთვე მიხაილოვის სასახლის აგებაში მიიღო მონაწილეობა,პეტერბურგში.პავლე პირველმა მას ნაკვეთი მისცა პავლოვსკის ქვეშ. სწორედ იქ გარდაიცვალა არქიტექტორი, პუშკინის დაბადების წელს. მისი საფლავი დაიკარგა.
მ.ფ. კაზაკოვი ( 1738 – 1812 )
კაზაკოვი მხოლოდ უხტომსკის სკოლაში სწავლობდა, იყო ბაჟენოვის ასისტენტი კრემლის კომპლექსის აშენებისას, სადაც თავისთავად არაჩვეულებრივი არქიტექტორის სკოლა გაიარა. კაზაკოვს არც აკადემია ჰქონდა დამთავრებული, არც უნივერსიტეტი, მაგრამ მოგვიანებით მან არქიტექტურის პირველი სასწავლებელი დაარსა.
კაზაკოვის ყველაზე ხმამაღალი ნამუშევრები:
სენატის შენობა კლემლში ( 1776 – 1787 )
მიტროპოლიტ ფილიპეს ეკლესია ( 1777 – 1788 )
თავადების შეკრების შენობა (Здание Благородного собрания) ( 80იანები )
გოლიცინსკის საავადმყოფო (1796 – 1801 )
უნივერსიტეტის ძველი შენობა ( დაიწვა )
პეტროვსკის სასახლე, აგებული პეტერბურგის შოსეზე.
მთლიანობაში კაზაკოვმა დაახლოებით 100 შენობა ააშენა.
სენატის შენობა კრემლში.
კლემლის შენობაში ჩახატულია სამკუთხა ფორმა. სამკუთხედის სიმაღლე მრგვალ დარბაზად გადაიქცა, რომელსაც უზარმაზარი გუმბათი ახლდა (24 მეტრი დიამეტრში, ხოლო სიმაღლეში 28 მეტრი ). გუმბათი ორიენტირებულია წითელ მოედანზე. ფასადი პროპორციულად ორდერის, მსხვილი დეტალებითაა დაყოფილი. პორტალი პორტიკის სახითაა გაფორმებული, სამკუთხა ფრონტონი და სვეტები. პორტიკის და ფრონტონის მრგვალ გუმბათთან შეთავსება რუსული კლასიციზმის ტრადიციულ მოვლენად იქცა.
გოლიცინსკის საავადმყოფო (პირველი ქალაქური) კალუჟსკის ქუჩაზე. კაზაკოვმა საავადმყოფო ეკლესიას შეუერთა. შენობის გვერდითა ფრთები არაფრითაა დამუშავებული, ცენტრში კი განთავსებულია დორიული მასიური კოლონადა და სამკუთხა ფრონტონი, რომლის ზემოდაც ეკლესიის გუმბათის ბარაბანი მოსჩანს.
თავადების შეკრების შენობაში ყველაზე ორიგინალური სვეტების დარბაზია. გამოირჩევა მასშტაბით და სიმაღლით. ეს არის ინტერიერის მთავარი ოთახი. დარბაზის სახეს წარმოადგენს კორინფული კოლონადა, რომელიც დარბაზის კონტურს იმეორებს. გამოყოფს ცენტრალურ სივრცეს, რომელიც მეჯლისებისთვის და წვეულებებისთვისაა განკუთვნილი. სვეტები ხელოვნური კაშკაშა თეთრი მარმარილოსგანაა აგებული.
პეტროვის სასახლე.
ამ სასახლის დაგეგმარეობაში, კაზაკოვმა მავრიტანულ – გოთური სტილი გამოიყენა, რომელიც ჯერ კიდევ ბაჟენოვის მიერ იყო წამოწყობილი. შენობა ისევ და ისევ წითელ – თეთრშია შესრულებული.
კაზაკოვის სახელი მყარად უკავშირდება კლასიცისტურ მოსკოვს, იმიტომ რომ სწორედ კაზაკოვის საუკეთესო შენობებმა დაბადეს ეკატერინეს ეპოქის ქალაქი. ყველაზე ცნობილი ვილები: ივანე დემიდოვის სახლი გოროხოვის ქუჩაზე, გუბინის სახლი პეტროვკაზე და ბარიშნიკოვების სახლი მიასნიცკის ქუჩაზე. მაგრამ კაზაკოვის ქალაქური ვილა – ყველაზე დიდი, მასიური, თითქმის არარსებული დეკორით, შენობა პორტიკით – ეს არის სახლი რომელიც დომინირებს სხვა დანარჩენ სახლებზე.
ი.ე. სტაროვი ( 1745 – 1808 )
ბაჟენოვთან ერთად პეტერბურგში აკადემიაში მოსკოვიდან ჩამოვიდა ივან სტაროვი. ბაჟენოვის მზგავსად გაემგზავრა იტალიაში. შემდეგ ჩამოვიდა და მუშაობდა პეტერბურგში.
ეს იყო თავადობის ოქროს ეპოქის საუკუნე. წარმოსადეგი მონარქიის იდეა გაქრა, და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ქალაქგარე ვილების, სასახლეების და სახლების აგება ხდება.
სტავროვის ყველაზე ცნობილი შენობა – Таврический дворец, შპალერნოის ქუჩაზე, პეტერბურში ( 1783 – 1789 ).
სასახლის ტიპი – სამპავილიონიანი საცხოვრებო სახლი. შედგება მთავარი კორპუსის და გვერდითა ფლიგელებისგან. ეს სქემა შემდგომში კლასიცისტური სასწავლო დაწესებულობების და სასახლეების ძირითადი სქემა იქნება. სასახლის ფასადი მკაცრია, განლაგებულია დორიული სვეტები ( სვეტები კანელიურების გარეშე ), პორტიკი გუმბათითაა დაგვირგვინებული, ცარიელი მეტოპები. შეიქმნა სიმკაცრის და ინტერიერის ფუფუნების კონტრასტი.
ჭიშკრის იქით, რვაკუთხა დარბაზია, შემდეგ უზარაზარი გალერეა რომელშიც სვეტების ორმაგი რიგია განლაგებული. სასახლის უკან რა თქმა უნდა ბაღი.
რუსეთის არქიტექტურა მე-18 საუკუნის ბოლოს.
18 საუკუნის ბოლომდე კლასიციზმი რუსეთის არქიტექტურის მთავარ ჟანრად რჩებოდა.ამ დროს მკაცრი კლასიციზმი შემოდის, რომლის წარმომადგენელი ჯაკომო კვარენგი იყო.
ჯაკომო კვარენგი ( 1744 – 1817 )
ის რუსეთში 80იანებში ჩამოვიდა. იტალიაში კვარენგი რომის ანტიკურობის მოყვარული იყო. კვარენგი არა მარტო შესანიშნავი არქიტექტურული ნაწარმოებების შემქმნელი იყო, ის აგრეთვე არქიტექტურის თეორეტიკი იყო. მისი მთავარი პრინციპებია :
1.      საცხოვრებელი ან ადმინისტრატიული შენობის სამნაწილიანი სქემა შეიცავს ცენტრალურ კორპუსს და ორ სიმეტრიულ ფლიგელს, რომლებიც ცენტრალურ კორპუსთან გალერეებითაა შეერთებული.
2.      ცენტრალური კორპუსი პორტიკითაა მონიშნული. ამდაგვარია მეცნიერების აკადემია პეტერბურგში, რომელიც კვარენგის მიერაა აშენებული, აგრეთვე თავად ქალთა ინსტიტუტის შენობა.
3.      შენობა – პარალელიპიპედი, ხშირად სამსართულიანი.
4.      მდიდრული დეკორი თითქმის არ გამოიყენება.
5.      სუფთა ფონზე უზარმაზარი ორდერული პორტიკი, რომელიც შენობის მთლიან სიმაღლეზეა აღმართული. პორტიკს ფრონტონი ამშვენებს.
6.      სვეტებს და კედლებს შორის დიდი მანძილია.
7.      სვეტებს არ აქვთ კანელურები.
კვარნეგიმ ქალაქში და მის მიდამოებში,ამ პრინციპების რეალიზაცია მოახდინა მუშაობის დროს.
ვინჩენცო ბრენა ( 1745 – 1820 )
იტალიელი მხატვარი დეკორატორი და არქიტექტორი. რუსეთში მუშაობდა 1783 – 1802 წლებში. მონაწილეობდა პავლოვსკის მიხაილოვის და გატჩინის სასახლეების მშენებლობაში. იყო რუმიანცევის ობელისკის  არქიტექტორი, რომელიც მდებარეობდა მარსოვის ველზე, დღეს ვასილიევის კუნძულზე.
ჩარლზ კამერონი ( 1740 – 1812 )
1779 წელს იყო დაპატიჟებული რუსეთში. კამერონს შეეძლო არქიტექტურის და ბუნების შეხამება, მთლიანობის და მინიატურული დეტალის ჰარმონიის შეხამება. მან თავი გამოიჩინა ქალაქგარე მშენებლობაში,  სასახლის ანსამბლების და პატარა პავილიონების შექმნაში,
ინტერიერის ხელოვნებაში. სამეფო ნაკვეთში, რასტრელის მიერ შექმნილ სასახლეს ჩარლზი უმატებს კამერონის გალერეას, დაკიდულ ბაღებს.
კამერონის გალერეის შენობაში განიერადაა განლაგებული წვრილი იონიური სვეტები, რომლებიც არაჩვეულებრივი სიფაფუკის შეგრძნებას ქმნიან. დიდი სასახლის ინტერიერში კამერონმა პირველად გამოიყენა ბერძნული ორდერი, რომელიც აისახება უკვე მეცხრამეტე საუკუნეში.
კამერონის საქმიანობის მეორე მხარე – პავლოვის ანსამბლია. სასახლე წარმოადგენს მრგვალდარბაზიან ოთკუთხა ფართს. სასახლე პატარა გორაკზეა აგებული, მდინარე სლავიანკის გვერდით, სადაც ინგლისური პარკი აშენდა.

მხოიანი ნინა

ქალაქმშენებლობა მე19 საუკუნეში

არქიტექტურის იდეურ-ისტორიული ასპექტები მე-19 საუკუნიდან 21-ე საუკუნემდექალაქმშენებლობა მე19 საუკუნეში

მე–19 საუკუნეში არსებობდა უამრავი არქიტექტორი და ქალაქმშენებლობის პროფესიონალი,უამრავი დაწესებულება ქალაქმშენებლობასთან დაკავშირებული, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ პროფესიონალიზმი და ქალაქმშენებლობის ტენდენციის გავრცელება არ არის საკმარისი. ქალაქმშენებლობა დიდი პრობლემის წინაშე იდგა, მას ყოველთვის ქაოსი მოჰყვებოდა. ამ ყოველივეს შესწორებისათვის საჭირო იყო პრობლემასთან ახალი,უნივერსალური მიდგომა.

ძირითადი პრობლემის დასანახად დავუბრუნდეთ მე–18 საუკუნეს. ბაროკოს, ფუფუნებისდამი სიყვარულის ეპოქას. ამ ეპოქის არქიტექტორებს ეხერხებოდათ შენობისა და გარშემო ბუნების ერთმანეთში ჰარმონიულად შერწყმა.

ბაროკოს დროს ქალაქმშენებლობა აქცენტირებული იყო ფეოდალურ რეზიდენციებზე, გამოხატავდა აბსოლუტიზმს. ყველა შენობა ეკლესიისა და მონარქიისთვის იყო აგებული,აგრეთვე მათთვის ვინც მხარს უჭერდა მონარქიას. საცხოვრებელი სახლები ნაკლებად აინტერესებდა მთავრობას, ხალხი „ხრუშოვკებით“  სავსე რაიონში ცხოვრობდა, რომლებსაც საერთოდ არ უვლიდნენ. მოუვლელი სახლების საერთო სურათი,მერსიეს გრავიურებზეც კია  გამოხატული.  მაგრამ ეს არაფერია მე–19 საუკუნის ტრუშობებთან შედარებით.

ბაროკოს პერიუდის ქალაქმშენებლობა ბუნებასთან იყო დაკავშირებული. ბუნებისა და არქიტექტურის კავშირი მე–19 საუკუნეშიც კი გრძელდებოდა,მანამდე,სანამ ცხოვრება ინდუსტრიალიზაციამ არ შეცვალა. ზუსტად ამ დროს ტრუშობების აგება დაიწყო.

ბაროკოს ტრადიციებს ყველაზე ვრცლად ნაპოლეონის დროინდელი ქუჩა რივოლი აღწერს, რომელიც პერსიეს და ფონტენომის მიერ იყო აგებული. სახლები ქუჩის მხოლოდ ერთ მხარესაა განლაგებული, ხოლო მათ პირდაპირ ტიულრის ბაღებია განლაგებული. ისევ და ისევ არქიტექტურის და ბუნების იდილია.  ლუდოვიკ XIV-მ პარკი დაარსა, ლუდოვიკ XV-მ თანხმობის მოედანი, ხოლო ნაპოლეონმა რივოლის ქუჩა ააგო. ქუჩის ყოველი სახლი ერთიანი იყო ; აივნები,სვეტებიანი თაღები ქვედა სართულზე... ყოველივე ეს მკაცრ, სწორ ხაზს ქმნიდა. მოგვიანებით ქუჩა შეიცვალა,პარიზის რეკონსტრუქციის დროს და ერთგვარ უსაზღვრო ქუჩად იქცა, რაც ტიპიურია მე-19 საუკუნისთვის.

რაც შეეხება ინგლისს,ინგლისისთვის ტიპიურია კომფორტის იდეალიზაცია. ინგლისელების კომფორტის მიმართ სიყვარული,ინგლისურ სკვერებშიც კი იგრძნობა. ერთადერთი ქალაქი, რომელიც არარაციონალურად ვითარდებოდა – ლონდონია. ლონდონში პარიზისგან განსხვავებით რთული იყო ორიენტირება.

1666 წელს რენის მიერ შემოთავაზებული ლონდონის აღდგენის გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან იმ დროისათვის მისი პროექტი რადიკალური იყო კონსერვატიული საზოგადოებისათვის.
„სკვერი – მიწის მონაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შემოღობილი ბაღი. ღობის გარშემო განთავსებულია ქუჩები და ტროტუარები. არსებობს სხვადასხვა ფორმის სკვერები; სამკუთხა, ოთხკუთხა...სკვერი უნდა იყოს კავშირში მეზობელ მოედნებთან და ქუჩებთან“

ლონდონშიც აშკარაა ბუნებასთან მჭიდრო კავშირი. აქ მწვანე წერტილებს დიდი ყურადღება ენიჭება. ლონდონის საუკეთესო მოედან – სკვერებში მთელი რაიონი არქიტექტურულად შეკუმშულია,ლამაზი ლანდშაფტის გარშემო.ლონდონის პირველი სკვერი კოვენ გარდენი იყო, მე-17 საუკუნეში აშენებული.მე-17 საუკუნეში ლონდონი და პარიზი მაღალი ფენის საზოგადოების საყვარელ ქალაქებს წარმოადგენდნენ. მე-18 საუკუნეში უამრავი რამ აშენდა,მათ შორის ადელფი ტერასი, მანჩესტერ სკვერი, ბედფორდ სკვერი, პორთლანდ პლეისი.... ერთი სიტყვით ლონდონი სკვერებზე შენდებოდა. სახლები, შენობები – ყველაფერი სკვერების და ბაღების ირგვლივ იყო აშენებული.

ბლუმსბერი თავდაპირველად ყველაზე მასშტაბური და ფერწერული ადგილი იყო, ეს იყო ერთადერთი ფართი, რომელიც უკეთესობისაკენ იცვლებოდა. გარშემო მყოფი ბელფორდის და მონტეგიუს ვილები არ აკარგვინებდნენ ბლუმსბერის ერთიანობას. შემდეგ დაიწყო უფრო მასშტაბური პროექტების აგება და ბლუმსბერიმ დაკარგა თავისი ხიბლი. ბლუმსბერის არაჩვეულებრივობის შეფასება მხოლოდ ანძიდანაა შესაძლებელი.

ბლუმსბერის სკვერთან ახლოს 1775 წელს პირველი ახალი სკვერი აშენდა – ბედფორდ სკვერი. მე-18 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა 3 უმნიშვნელოვანესი წერტილი:ბლუმსბერი სკვერი, ბედფორდი და ბრიტანული მუზეუმი.

ბლუმსბერის განვითარების მესამე სტადია  მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხერხდა, როდესაც ბედფორდის მოედანი აიგო. პროექტი ჯეიმს ბარტონის მიერ იყო შემუშავებული. მან ბედფორდის სახლების უკან ბუჩქები და ბალახი დარგო, რადგან უკანა ფონზე მყოფ საჯინიბოს არ გაეფუჭებინათ ხედი. ბარტონის საქმე ტომას კაბიტ ტორინგტონმა გააგრძელა. კაბიტ ტორინგტონმა სკვერი ააშენა, რომელიც დღესდღეობით ამ რაიონის ყველაზე ლამაზ სკვერად ითვლება.

ლანდშაფტის ძირითად ელემენტს ერთ ოჯახიანი სახლები წარმოადგენდნენ, შუა კლასისთვის განკუთვნილი სახლები, რომლებშიც მოსამართლეები, ადვოკატები და მწერლები ცხოვრობდნენ. ამ სახლების არქიტექტურა ერთი ტიპის იყო, შაბლონური ყველა დროისათვის. გეგმარეობა მე-18 საუკუნის სტილში იყო, ყოველი სახლის ცენტრში იდგა დიდი კიბე, რომლის დახმარებითაც  ყველა ოთახი ბუნებრივი სინათლით იყო განათებული. ოთახები იყო საშუალო ზომის.

1860 წლის შემდეგ არქიტექტურამ კრახი განიცადა. სკვერები ერთ ოჯახიანმა ბინებმა შეცვალეს..დეტალებით  დატვირთული მყვირალა ფასადები, უსასრულო ქუჩები...
ბლუმსბერის განვითარების ბოლო სტადია 20 წლის განმავლობაში ხდებოდა. შედეგად შეიქმნა რიჯერტ პარკი,რომელიც სახლების რიგებს შეიცავდა.რიჯერტ სტრიტი რიჯენტ პარკს და პორტლანდ პლეისს აერთიანებს პიკადილის მოედანთან.ჯონ ნეშის მიერ აშენებული სახლები წარმოადგენენ შენობების გრძელ რიგებს,დწყებული კრესჩენტ პარკიდან და შემორტყმული რიჯერტ პარკის ირგვლივ.სახლების ფასადები პარკებისკენაა შებრუნებული.

თავდაპირველად ნეშს სხვა გეგმა ჰქონდა, რომელიც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა. ნეშს ორი უზარმაზარი ნახევარსფერული კრესჩენტის აშენება უნდოდა პარკის ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ორი ნაგებობა ცილინდრებივით უნდა ყოფილოყო სიმწვანეს შორის.პარკის ცენტრში ნეში გეგმავდა ორმაგ წრეს. პარკის აღმოსავლეთის ნაწილი საცხოვრებელი სახლებით უნდა ყოფილიყო შემორტყმული. ნეშის პროექტი საკმაოდ გაბედული იყო, ჩვენი დროისათვისაც კი. ამ პროექტით ნეში დაუახლოვდა ობიექტების განლაგების ისეთ თავისუფლებას, რომლის მიღებაც გვინდა დღეს. ძირითადი პრობლემა დღესდღეობით არის დიდი ბლოკების აშენება და სკვერების დამახინჯება.ლონდონი ამერიკის გავლენის ქვეშ მასშტაბის გრძნობას კარგავს. არსებობს გავლენიანი ხალხი,რომლებიც იბრძვიან სკვერების გადარჩენაზე, მაგრამ ეს ყოველივე უშედეგოა.

ლონდონის სკვერები რკინიგზის აშენებამდე არსებობდა. პარიზის რეკონსტრუქცია,სწორედ, რკინიგზის აშენებისას დაიწყო. იმ დროს ლონდონი პარიზზე სამჯერ დიდი იყო. საცხოვრებელი რაიონები იზოლირებუი იყო სატრანსპორტო მოძრაობისაგან.

ნაპოლეონ III-ს პერიოდში,პარიზში უსასრულო ქუჩა დომინირებდა – ბულვარი.პარიზის გეგმა თვით ნაპოლეონმა შეცვალა. ქუჩები ბარიკადისებურად იყო განლაგებული, რაც პრაქტიკული იყო(მტერს აფერხებდა).

1854 წელს დამთავრდა რივოლის ქუჩის გაგრძელებაზე მუშაობა, დაარსდა სევასტოპოლის ბულვარი, რომელიც სტრასბურგის ბულვარს აგრძელებდა. 1961 წელს მალზერბის ბულვარი აშენდა, რომელიც მადლენიდან იწყებოდა.

1859 წელს პარიზს შეუერთეს 18 ქალაქგარე პუნქტი, რის შედეგად პარიზი ორჯერ გაიზარდა. ოსმანმა ქაოსის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა სენის დეპარტამენტის და უაზის გაერთიანება. პარიზის გარშემო მწვანე ხაზის გაკეთება იგეგმებოდა, მაგრამ სახელმწიფომ არ დაამტკვიდრა პროექტი. მწვანე ხაზის აშენების შემთხვევაში,პარიზის გარშემო არ აშენდებოდა უზარმაზარი კაზარმები, რომლებიც დღემდე შენდება და ხელს უშლის პარიზის რეკონსტრუირებაში. 

პარიზის დასავლეთ მხარეს თავისუფალი ადგილი იყო, სადაც შეიძლებოდა ახალი რაიონის დაპროექტება. შამს–ელისე სწორედ ამ ადგილას აიგო, უკან ტრიუმფალური თაღია ეტუალის მრგვალ მოედანზე. ეტუალიდან შამს–ელისემდე ოსმანმა 12 ქუჩა ააგო. 1900 წელს ეს რაიონი უკვე პარიზის ეკუთვნოდა. ოსმანის შედევრად ნაპოლეონის ავენიუ ითვლება, რომელსაც დღეს ავენიუ დე ლოპერა ეწოდება. ეს არაჩვეულებრივი ქუჩა ხიდის ფუნქციას ასრულებს რამოდენიმე მაგისტრალებს შორის. ამ ქუჩის დახმარებით სენის მოპირდაპირე სანაპირო და რივოლის ქუჩა უერთდება დიდ ბულვარს და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს. ეს ქუჩა რომ არა, პარიზში შეუძლებელი იქნებოდა დღესდღეობით მოძრაობა. პარიზის რეკონსტრუქციის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოსმანისთვის,არ გადაექცია ქალაქი ნაცრისფერ ბლოკებად დაშლილ ბეტონის პუნქტად, ასე რომ პარკებს და გამწვანებასაც დიდი ყურადღება ენიჭებოდათ.

ლონდონისგან განსხვავებით პარიზში გამწვანებული ლანდშაფტები ქუჩების გაგრძელების მიზნით იხატებოდა. თუ ლონდონში პარკები და სკვერები ხმაურისგან შორს იყო, პარიზში პირიქით – სკვერები ცოცხალ რაიონებში იყო განთავსებული. არემატის მოედანი სევასტოპოლის ბულვარის გაგრძელება იყო, ხოლო სენ ჟაკის კოშკის გარშემო მყოფი სკვერი რივოლის ქუჩას აგრძელებდა.

სიტყვა ბულვარი გასეირნებას ნიშნავს. პარიზის პირველი ბულვარი 1670 წელს შეიქმნა, რომელიც სენ დენიდან ბასტილიამდეა გაშლილი. თავდაპირველად ბულვარები სეირნობისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მოგვიანობით ტრანსპორტმაც დაიწყო ბულვარზე მოძრაობა. პარკებში სუბ ტროპიკული მცენარეები იყო დარგული, თავიდან პარკებში სეირნობდნენ და ისვენებდნენ, შემდეგ პარკი მასობრივი თამაშების პუნქტად იქცა. ოსმანმა 17 წლის განმავლობაში მე-19 საუკუნის დიდი ქალაქი ააშენა, სწრაფად და კომფორტულად, როდესაც ბორომინს 30 წელი ერი ეკლესიის აშენებისათვის დასჭირდა და ლუდოვიკ მე-15-ს მთელი ცხოვრება ვერსალის ასაშენებლად.

ოსმანს ძლიან გაუჭირდა თანამშრომელების მოძებნა, მას არავინ არ უსმენდა არავინ არ ეხმარებოდა. პრინციპში არც იყვნენ ქალაქმშენებლობის სპეციალისტები, არქიტექტორები რეალობას იყვნენ მოწყვეტილნი და ოსმანის ძალიან ბევრი რეალურად კარგი იდეა ჰაერში იყო დატოვებული. ოსმანს არ აინტერესებდა ვიზუალური მხარე, ის მხოლოდ ტექნიკურად და ლოგიკურად მოქმედებდა. როდესაც მან ვერ ნახა თანამოაზროვნე არქიტექტორები, ის ინჟინერებს მოძებნა და გამონახა რამდენიმე, მათ შორის ბელგრანი, რომელმაც პარიზის კანალიზაციის სისტემა დააპროექტა და პირადად შეუდგა ხიდების მშენებლობას და წყალგაყვანილობის სამსახურს. მებაღე პეიზაჟისტის მაგივრად,ოსმანმა,მებაღე ინჟინერი ჟან ალფანა აიყვანა, ხოლო ქუჩების დამპროექტებლად მან დეშანე აიყვანა,გეოდეზური მმართველობის უფროსი.

ოსმანის დაგეგმარეობის ტექნიკური მხარეები ზუსტად იყო ორგანიზირებული, მაგრამ პარლამენტს არ მოსწონდა მისი მუშაობა და ოსმანი ეცადა სხვა სპონსორი მოეძებნა, მაგრამ მას არ გაუმართლა და 1870 წლის იანვარს მან დატოვა თავისი საქმე.

ოსმანის დროინდელ პარიზის გაგებისათვის განვიხილოთ სევოსტოპოლის ბულვარზე აგებული სახლი. სახლის ქვედა სართულზე მაღაზიები იყო, სამი ძირითადი სართული განკუთვნილი იყო გაქირავებისათვის და ორსართულიანი სარდაფი-მანსარდებით მოახლეებისათვის და დაბალი ფენისათვის. სამი ძირითადი სართულის გეგმა ერთი ტიპის იყო. იმ დროს სავსებით ბუნებრივი მოვლენა იყო ერთი სახურავის ქვეშ სამუშაო და საცხოვრებო ფართების გაერთიანება. დიდ ქალაქებში ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ბევრ სხვა ქალაქშიც ხდებოდა. რათქმაუნდა არსებობდა კერძო სახლები მდიდარი ხალხისთვის, მაგრამ ეს მყუდრო სახლები უფრო და უფრო უსვამდნენ ხაზს ქალაქის ქაოტურ მდგომარეობას. ჩვეულებრივი სახლები სატრანსპორტო მაგისტრალებზე იდგნენ, ბუნებისგან და სიწყნარისგან შორს.

პარიზის სახლების ფასადები ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ. მაღალი ფრანგული ფანჯრები, რენესანსული და ბაროკული ფორმები. ოსმანის რეკონსტრუქცია საუკეთესოდ ითვლება. პარიზის ქუჩები მასშტაბური უნდა ყოფილიყო და გრძელი. მასიური სახლები ქუჩის სიგრძეზე იწელებოდა. ზოგჟერ პარიზის ქუჩების სიგრძე 5 კმს აღწევდა, რაც არქიტექტურაში ახალ მოვლენად ითვლება. ბულვარი ბაროკოს პროსპექტებიდან განვითარდა, ის უნდა ყოფილიყო გრძელი და გამწვანებული, შენობების გარეშე. მე-19 საუკუნეში ბულვარის აგების ტენდენცია კვლავ არსებობდა, ოღონდ ბულვარს სახლები დაემატა.
ოსმანს ბევრი მტერი ჰყავდა. ის არა მარტო ანახლებდა და ადიდებდა ქუჩებს, არამედ ახალ ქუჩებს აგებდა, რამაც გამოიწვია ოსმანის მიმართ კოლეგების ანტიპატია. მის მოწინაამდეგებს არ ესმოდათ თუ რატომ აგებდა ოსმანი სხვა და სხვა კომუნიკაციებს, მოკლე გზებს და ქუჩების მრავალ გადახვევებს. მათი აზროვნება პრიმიტიულად ეყრდნობოდა მხოლოდ მოსიარულე საზოგადოებაზე, ხოლო ოსმანი პრაქტიკულად და ლოგიკურად აზროვნებდა, იგი არა მარტო სასიარულო გზებს აშენებდა, არამეტ ზრუნავდა ტრანსპორტის მოძრაობაზე და ამარტივებდა მათ მოძრაობას. თუმცა ტრანსპორტზე ზრუნვამ გადაწია უკანა ფლანგზე,პარიზის საცხოვრებო პრობლემა, რამაც გამოიწვია ქაოსი და გააოგნა ოსმანის კოლეგები. ერთი სიტყვის ოსმანი კრიტიკოსების მთავარ თემად იქცა, ისინი აკრიტიკებდნენ ოსმანის ნამუშევრებს სუფთა ესთეტიკური თვალსაზრისით და საერთოდ არ ახსოვდათ თუ რამხელა წვლილი შეიტანა ოსმანმა პარიზის რეკონსტრუირებაში.

ოსმანი ისეთ დროს მუშაობდა,როდესაც არქიტექტურა გარდატეხვის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან მიაღწია ფასადების ნეიტრალობას და მიუდგა უზარმაზარი ქალაქის რეკონსტრუქციის პრობლემას ტექნიკურად, ამიტომაც მას პრობლემური ურთიერთობა ჰქონდა არქიტექტორებთან და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ტექნიკურ სპეციალისტებთან.

ოსმანმა დიდი ყურადღება მიაქცია გალაქგარე მშენებლობას, რადგან მან იცოდა რომ ქალაქგარეთ მოიმატებდა მოსახლეობის რაოდენობა და ესეც მოხვდა. ოსმანის შემდგომი რეკუნსტრუქცია ძალიან ქაოტური იყო რადგან არ მოიპოვებოდა ადამიანი რომელიც ოსმანის საქმეს გააგრძელებდა. პარიზთან ახლოს პატარა სოფლები, უცბად ქალაქებად გადააკეთეს, სახლების ქაოტური მდებარეობა და არასწორი პროპორციები – ყველაფერი ეს ოსმანის შემდეგ იყო განხორციელებული მე-19 საუკუნეში. არცერთი ნამუშევარი არ შეედრება ოსმანის მოღვაწეობის პერიოდს.

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კურსი 3

მხოიანი ნინა

ალვარ აალტო. ემოციონალურობა და სტანდარტი...

ალვარ აალტო – ყველაზე ახალგაზრდა არქიტექტორი, თანამედროვე არქიტექტურული ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი.  მას სტანდარტისა და ემოციების ერთმანეთში შერწყმის უნარი ჰქონდა.

ალვარ აალტოს სახელი ფინეთს 1930 წელს გასცდა. ამ დროისათვის ფორმების ახალი ენა აღმოცენდა. შესაძლებელი გახდა რაციონალურ – ფუნქციონალურიდან  ემოციონალურ – ორგანიკულზე თამამად გადახტომა. „საყვარელ“ მეტალობეტონის კონსტრუქციებთან ერთად შემოვიდა ახალი მატერიალის, ხის ტენდენცია. სწორედ აალტომ განავითარა და გამოავლინა ამ მატერიალის პოტენციური შესაძლებლობები.
აალტოს ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, მაგრამ მხოლოდ ფინეთში არ მოღვაწეობდა. თავიდან მან დასავლეთ ევროპასთან მოაწერა კონტრაქტი, შემდეგ 1939 წლიდან ამერიკაში დაიწყო მუშაობა. აალტოს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა კოლეგებთან. თანამედროვე ხელოვნება მისთვის ერთგვარ მუზას წარმოადგენდა. მის პროექტებს ფინური კულტურის მრავალფენიანი ხასიათი ეტყობათ – დასავლეთის ცივილიზაციის ელემენტების ერთმანეთში არევა, პრეისტორიული ხანის და შუასაუკუნეების ხანის ხასიათი.ამ ყოველივემ აალტოს ნამუშევრებს შინაგანი ძაბვა მიანიჭა.

სკანდინავიას და ცენტრალურ ევროპას,პირველ მსოფლიო ომამდე აყვავების პერიოდი ჰქონდათ. ფინეთს არქიტექტურის საკუთარი მანერა გამოუმუშავდა. ლარს სონკმა ფინეთში  შესანიშნავი მოდერნისტული ტაძრები ააგო, ხოლო ეერო საარინენმა ჰელსინკის სადგური ააგო, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა არა მარტო ფინეთში. მე-20 საუკუნის ბოლოს სირენის მიერ აშენებული პარლამენტის შენობა ჰელსინკში შვედური კლასიციზმის მაგალითია, მაგრამ პარლამენტის შენობა გაცილებით მკაცრია.

აალტოს პერიოდი ფინეთის შავ ზოლს დაემთხვა. იმ დროს ფინეთმა ორი ომი გადაიტანა და მთავრობას არ ჰქონდა არქიტექტურის დაფინანსების საშუალება. აალტომ თავისი კარიერის დასაწყისში ვერ მოახერხა გრანდიოზული პროექტების განხორციელება.

აალტო სოფელ ალაიარვიში გაიზარდა. პირველი სახლი მან სტუდენტობის დროს ააშენა, ეს იყო სახლი მშობლებისათვის. 1929 წელს აალტომ ტურკუს 700 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად საკონცერტო ესტრადა ააშენა. ეს პლასტიური ხის ოდნავ დახრილი კედელი არაჩვეულებრივ აკუსტიკას გადმოსცემდა და ამავდროულად პლასტიკურობას დემონსტრირებდა.

მეოცე საუკუნის შუა პერიოდი სამ არქიტექტორს ეკუთვნის; აალტოს, ბრიგმანს და ხუტუნენს. ისინი რკინაბეტონის კარკასს იყენებდნენ, საფრანგეთში განვითარებული ხერხის მიხედვით. მათ ერთი კალიგრაფია ჰქონდათ, მაგრამ ამავდროულად ყველა სხვა და სხვა ნაგებობებს აშენებდა; ხუტუნენი წისქვილებს, ბერგმანი სასტუმროებს, ეკლესიებს და სადაზღვეო კომპანიების შენობებს, ხოლო აალტომ თავისი პირველი საცხოვრებელი მასივი ააშენა, რომელიც სახლებს, 600 ადგილიან თეატრს და ოფისებს შეიცავს. ეს იყო 1928 წელს ტურკუში, სადაც ალტომ თავისი პირველი ოფისი გახსნა.

ალტომ  ტიპოგრაფიული შენობა ააგო ტურუნ–სანომატ გაზეთისათვის, შემდეგ ტუბერკულიოზის სანატორიუმი პაიმიოში, რომელმაც ალტოს ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა. ის 30 წლისაც კი არ იყო, როდესაც მან უკვე უამრავი პრემია და კონკურსი მოიგო.

არსებობს სამი უდიდესი შენობა, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის პროგრესს წარმოადგენენ; გროპიუსის ბაუჰაუზი, ლე კორბუზიეს ნაციონალური ლიგის სასახლე და აალტოს სანატორიუმი პაიმიოში.
ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის განკუთვნილი სანატორიუმი შეიცავს 290 ლოგინს. ამგვარი სანატორიუმებში ყოველ პალატას აივანი აქვს,რათა ავადმყოფს შეეძლოს სუფთა ჰაერზე გასვლა. აალტოს სანატორიუმში კი სტაციონარის პალატები არაა შეერთებული სოლიარის აივნებთან. დაავადებულებს აქვთ შანსი თავად აირჩიონ კომპანიონი სუფთა ჰაერზე დასვენებისას. მთავარი შენობის და დასვენების ზონის გადაკვეთაზე აალტომ ტალღისებური სახურავი შექმნა. რაც შეეხება პალატებს, ყოველ პალატაში კომფორტის მაღალი დონე იყო გათვლილი. იქვე თავისუფლად განლაგებული იყო ექიმების სახლები, სამზარეულოს ბლოკი და სხვა საჭირო შენობები.

ვიბორგში აშენებული ბიბლიოთეკა აალტოსთვის თავისი ინდივიდუალურობის გამომჟღავნების საშუალება იყო. არქიტექტურის ისტორიისათვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა აალტოს მიერ დაპროექტებული აუდიტორიის ტალღისებური ჭერი. ტალღისებური ჭერი გველივით სრიალებდა.არქიტექტორი ამტკიცებდა, რომ ტალღისებურ ფორმას არა მარტო ვიზუალური ეფექტი აქვს, არამედ აკუსტიკური.

ნიუ იორკში ფინური პავილიონის აშენებისას აალტომ უფრო თამამი გადაწყვეტილება მიიღო. მან სამ სართულიანი ხის გისოსები ააგო, რომელიც სამი სექციისგან შედგება. ყოველი სექცია მეორეზე უფრო გამოკვეთილია, ფენების პრინციპი. კონსტრუქცია პატარა კუთხის ქვეშ,წინაა დახრილი, რაც შეუწყვეტელი მოძრაობის შთაბეჭტილებას აძლიერებს. ტალღისებურ ზედაპირზე დიდი ფოტოპლაკატების განთავსებაა შესაძლებელი.

მას შემდეგ რაც აალტომ შიდა კედელს და ჭერს პლასტიურობა მიანიჭა,გარე კედლების პრობლემაზე გადაერთო, რაც მასაჩუსეცის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის მაგალითზე ჩანს. აალტომ ყოველ ელემენტს ინდივიდუალური ხასიათი მიანიჭა: კიბის განსაკუთრებული განლაგება, ოთახების გაერთიანება, საძინებლების მოცულობის, ფორმის და აღჭურვილობის შეცვლა. ფასადის ტალღისებური ფორმა თითოეულ სტუდენტს ,მდინარეზე თავისუფალ ხედს უხსნის. აალტომ თამამად გადაწყვიდა ოთხკუთხა სასადილოს ტალღოვან შენობასთან შეერთება. მთავარი ჰოლიდან შესაძლებელია ყველა გამჭირვალე შენობის დანახვა.

ტალღოვანი კედლების სფეროში აალტომ ლე კორბუზიეს საქმე გააგრძელა. აალტოსთვის ტალღოვანი ფორმები ასოცირდებოდა ფინეთის პლასტიკური დაკლაკნილი ტბების კონტურებთან.

აალტოს საქმიანობა ფინეთში აგრეთვე ინდუსტრიალურ პროექტებს შეიცავდა. მან ფინეთში რამდენიმე პატარა ქარხანა ააშენა, რომლებიც აშშ–ში აშენებულ ქარხანა ნელესთან შედარებით არაფერს წარმოადგენდნენ. აალტოს შეეძლო ქარხანა არქიტექტურულ ნაწარმოებად ექცია, მაგალითად სუნილი, რომელიც არა მარტო ქარხანაა არამედ ინდუსტრიალური და საცხოვრებელი ზონების კომპლექსი. ქარხანა განთავსებულია კუნძულზე. აალტომ ლანდშაფტი შეინარჩუნა, მან არ ააფეთქა კლდეები, თუმცა ინჟინერები დაჟინებით ითხოვდნენ კლდეების განადგურებას. მან კომპლექსი ისე მოაწყო, რომ ამხელა მასშტაბის მქონე ქარხნის პერსონალი სულ რაღაც 45 მუშას წარმოადგენდა.

რაც შეეხება ქალაქმშენებლობას, ალვარ აალტოს თავისი ხელწერა ჰქონდა. ის წონასწორობას ახდენდა საცხოვრებელ ზონებს, ინდუსტრიალურ ზონებსა და ბუნებას შორის. მაგალითად სუნილში სახლები ისეა განლაგებული, რომ ყოველ ოჯახს თავისი მყუდრო ზონა აქვს, სამივე ზონა ისე მდებარეობს, რომ არ უშლის ერთმანეთს.

ექსპერიმენტალური ქალაქის გეგმაში ალტომ გვიჩვენა თუ როგორ აპირებდა ერთდროულად ინდუსტრიალური ზონის, ცალკეული სახლის და მთლიანი ქალაქის გაზრდას.ბლოკირებული სახლების რიგები აღმართების ირგვლივ სპირალურად უნდა ყოფილიყო განლაგებული, რაც ლანდშაფტს გამოკვეთდა,ისევე როგორც იქვე აშებებული მრავალბინიანი სახლები. ტყე ერთოჯახიანი სახლების ტერიტორიაზე გადადიოდა; სკოლები, სპორტული კომპლექსები ახლოს უნდა ყოფილიყვნენ ქალაქის ნებისმიერ ნაწილთან. აქ აალტო სტანდარტს და არქიტექტურის ემოციურ მხარეს აერთიანებს. 1948 წელს ფინეთის მთავრობამ დაასპონსორა აალტო ესეთი ექსპერიმენტალური ქალაქების აგებისათვის.

1938 წელს აალტომ კაუტტუა დააპროექტა. მან ტყეში სახლები ააშენა, ერთი სახლის სახურავი, მეორე სახლის ტერასას წარმოადგენდა.  როგორც ბერძნულ კუნძულ სანტორინზე, აქაც გამოყენებულია ბუნებრივი დაღმართები კიბის აშენებაზე, ეკონომიის მიზნით. 1948 წლისთვის რესურსების და ფინანსების ნაკლებობის გამო, სახლების მხოლოდ ერთი რიგი აშენდა. იდეაში 4 რიგი უნდა ყოფილიყო.

1943 წელი, ოულუ. აალტოს ვენეციის ეფექტის შექმნა უნდოდა, რადგან ოულუ მდინარეზე დგას. ამის განსახორციებლად მას ქვის ასი ათასობით კუბური მეტრი დასჭირდებოდა.ელექტრო სადგურებთან ახლოს განლაგებულ კუნძულებზე მუშებს უნდა ეცხოვრათ. ადმინისტრაციული, სპორტული და სხვა აქტიური ცენტრები ცალკე კუნძულებზე უნდა ყოფილიყო აშენებული, სამწუხაროდ პროექტი არ განხორციელდა.
აალტომ დიდი წვლილი შეიტანა,აგრეთვე, ავეჯის დიზაინში. აალტოს ძირითადი რესურსი ფანერა იყო. პირველად  ფანერა პაიმიოში გამოიყენა; ფანერის სავარძლები, რომლებიც ხის ჩარჩოსგან შედგებოდნენ, რომელშიც ფანერის დაღუნული დასაჯდომი იყო მოთავსებული. ქიმიკოსების დახმარებით ხეს პლასტიურობა და რეგენერაციის უნარი მიენიჭა.

სკანდინავიურ ქვეყნებში ჩამოყალიბდა სასწავლო ნაწილების ქალაქგარეთ გადანაცვლების ტენდენცია. ამ საქმიანობაში ფინეთმა ყველა დანარჩენ ქვეყანას აჯობა. უმაღლესი ტექნიკური უნივერსიტეტი ჰელსინკიდან ოტანიემის ტყეებში  გადაიტანეს. პროექტი აალტომ 1955 წელს შექმნა, ხოლო მშენებლობა 1962 წელს დაიწყო.

ჰელსინკის ცენტრში აალტომ,საპენსიო უზრუნველყოფის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობა ააშენა. ამ პროექტში კედლების მოსაპირკეთებლად მან ცალკეულ ზოლებად განლაგებული,მუქი გლაზურირებული კერამიკული პლიტები გამოიყენა. ეს ელემენტები სხვა დ ასხვა ოთახში სხვა და სხვა ფრად იყო შეღებილი.სხდომის დარბაზში მაგიდაც კი ამგვარ პლიტებად იყო მოპირკეთებული. მოგვიანებით, ეს ტექნიკა ფასადებზეც გამოჩნდა.

კულტურის სახლში აალტომ კედლები პატარა აგურებით მორთო, გარე კედლის რელიეფის მიხედვით.ეს არის ჰელსინკის ყველაზე დიდი აუდიტორია.

აალტომ სხვა ქვეყნებშიც შესანიშნავი შენობები ააგო. მაგალითად ალვაროს საუკეთესო პროექტად სპორტულ – კულტურული ცენტრი ითვლება, რომელიც ვენაში უნდა ყოფილიყო აშენებული და პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა.

სხვა არქიტექტორებთან ერთად აალტომ ბრემენის,ნოიე–ვარის მაღალსართულიანი შენობების, დასავლეთ ბერლინის კვარტალ ხანზის  და ვოლსბურგის კულტურული ცენტრის აშენებაში მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე მან ააშენა ოპერა ესენეში, მუზეუმი ალბორგა დანიაში.

აალტოს პროექტის მიერ პირველი კომპლექსი სოფელი საინეტსალო გახლავთ, რომელიც პატარა კუნძულზეა განთავსებული. პირველი რაც მან ააშენა რატუშა იყო, რომელი სიაინეტსალოს ტყეში მდებარეობს. რატუშა უკავშირდება პატარა ბიბლიოთეკას, მაღაზიებს და საცხოვრებო ოთახებს პირველ სართულზე. 10 წლის შემდეგ აქ ისევ მუქი  გლაზურირებული კერამიკული პლიტები გამოიყენება, რატუშის შიდა კედლების მოპირკეთებისათვის. მოედანზე უზარმაზარი კიბეა, რომელიც ხის პლანკებითაა დამაგრებული. კიბის მასშტაბი აშკარად გადაჭარბებულია, რადგან საინეტსალოში არასოდეს არ იქნება იმდენი ხალხი, რამდენზეც კიბეა გათვლილი. კულტურულ ცენტრს ეკლესიური ცენტრისგან ფართო ხაზი ყოფს.

აალტომ ძალიან ადრე გაითქვა სახელი. აალტო ლე კორბუზიეს მსგავსად შიდა და გარე სივრცის შეფარდების პრობლემის გადაწყვეტას სცდილობდა. მან რაც შეიძლება მეტი პლასტიკურობა მიანიჭა შენობებს და ამით მოცულობის ერთიანობას უსვამდა ხაზს. თავის თითქმის ყველა ნამუშევარში აალტომ ტალღისებური პლასტიკურობა გამოიყენა. აალტომ ხაზი გაუსვა ჰორიზონტალური სიბრტყეების ურთიერთდამოკიდებულებას, მაგალითად ვიბორგის ბიბლიოთეკის მკითხველთა დარბაზის გაფართოებისას, ვოლფსბურგის ბიბლიოთეკის არქიტექტურაში და სეინიაოკიში. აალტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხალხის კომფორტი, ის ძალიან ჰუმანური იყო და მას აინტერესებდა ხალხთან ურთიერთობა. მან არ იცოდა ინგლისური, როდესაც პირველად ამერიკას ეწვია, მაგრამ ის კითხულობდა ლექციებს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. აალტო ძალიან ადვილად შედიიოდა კონტაქტში და ის ყველას უყვარდა, ამიტომაც მას ნაკლებად ჰქონდა პრობლემები და თავის საქმეს მშვიდად აკეთებდა. მას არ უწყობდნენ სცენებს და ისე არ ზღუდავდნენ როგორც,თუნდაც, ოსმანს.

თავის ნამუშევრებს აალტო  „აინო და ალბარ აალტო“–ს აწერდა. აინო აალტოს მეუღლე იყო. ის 1949 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი სახელი, მუდამ აალტოს ქმედებას მიყვებოდა. ის ყოველთვის წერდა მეუღლის სახელს თავისი სახელის წინ, ხოლო აინო ამბობდა რომ მხოლოდ აალტო იყო შემქმნელი.

მხოიანი ნინა

დიდი მადლობა შეცდომების შესწორებისათვის ჩემს საყუარელ გიტარასტკას ^^ :დ საბოლოო გამოცდის პრეზენტაცია ჩაბარდა და ურა ურა მიხარია :დ

მომავლის მუზეუმი

შესაძლებელია თუ არა სამუზეუმო საქმის ფეხზე წამოყენება...

საქართველოში უამრავი მუზეუმი და ღირშესანიშნავი ძეგლია. სამწუხაროდ აქაური მენტალიტეტი არ არის გათვლილი ხელოვნების აღიარებაზე. ხალხი არ დადის მუზეუმებში, მათ ურჩევნიათ ფეისბუქზე ნანახი აბსტრაქტული სურათების “დალაიქება”, მხატვრის სახელისა და გვარის დამახსოვრება და თავისი თავის ხელოვან ადამიანად აღიარება. „მუზეუმში წასვლას, კინოში წასვლა ჯობია, ბარში ლუდის მირთმევა ან ბილიარდის თამაში“ – ეს ფრაზა თითქმის ყველგან მესმის და შესაძლოა მეც ასე ვფიქრობდი, სანამ პირველად არ წავედი მუზეუმში და შემდეგ ლაშქრობაზე ისტორიულ ადგილას.

რატომ ხდება ასე? რატომ არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს მუზეუმები, ისტორიული ღირებულებანი?! ეს ხომ საინტერესოა. ამ პროექტში სწორედ ამ საკითხს შევეხებით. არის თუ არა ეს საზოგადოების,მთავრობის,ან თავად მუზეუმის ბრალი...არის თუ არა შესაძლებელი ადამიანების გართობისაკენ სწრაფვის სურვილის,სამუზეუმო საქმეში გამოყენება, ისე რომ დააინტერესოს ახალგაზრდობა, ერთბაშად გაართოს და ასწავლოს. რა თქმა უნდა მუზეუმის და გართობის ერთმანეთში შერწყმა ფინანსების დიდ რაოდენობასთანაა დაკავშირებული, რაც აშკარად ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.

სამიზნე აუდიტორია :

სკოლის ბავშვები, სტუდენტები, ოჯახები, მოხუცები... ერთი სიტყვით ყველა. რატომაც არა? სწორედ აქ იმალება ძირითადი პრობლემა, სამიზნო აუდიტორია არ უნდა იყოს კონკრეტული აუდიტორიისაკენ მიმართული. უნდა გათვალისწინდეს ნებისმერი ასაკის და სოციალური ფენის საზოგადოება.

აუდიტორიის ძირითადი პრობლემა უყურადღებობაა, უინტერესობა და დაღლის ფაქტორი, ამიტომ მუზეუმში უნდა იყოს ყველა ის პირობა რაც არის ისეთ ადგილებში, სადაც ხალხი სიამოვნებით ჩერდება; მუსიკა, პატარა კაფე, ადგილი სადაც მოწევა შეიძლება ( რადგან ჩემს მაგალითზე ვიცი, რა ცუდია როდესაც მოწევას გიკრძალავენ და ამის გამო გიწევს გარეთ გასვლა. გარეთ გასვლისას კი 80% უკან არ მობრუნდება ). კოსტუმირებული პერფორმანსები, პატარა დადგმები, რომლებიც პერიოდულად შეიცვლება და ექსპოზიციის ხასიათში იქნება დაპროექტებული. ახალგაზრდა სტუდენტებისათვის თავისი ნამუშევრების წარმოდგენისა და პრეზენტაციის ჩატარების შანსი მუზეუმში. უფასო დღეები (თვეში ერთხელ მაინც). მონიტორები და ვებ კატალოგები, რომლებიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია. არტ საღამოები  და პატარა კინო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი იქნება ფილმები და პროექტები  ექსპოზიციასთან დაკავშირებული, პლიუს თავისუფალი საღამოები, როდესაც შეიძლება მუზეუმის ტერიტორიაზე ხელოვნების პიკად აღიარებული ფილმების ყურება.

ანუ რა გამოდის ? ჩვენ გვაქვს საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი მუზეუმი და გვაქვს მუზეუმი + კაფე + დასვენება + მინი თეატრი + მინი კინო + ელექტრო კატალოგები + საგანმანათლებლო პრაქტიკები სტუდენტებისათვის + მასტერ კლასები და ექსპონატების დროისაკენ დაბრუნების საშუალება + ბიბლიოთეკა + ლიტერატურული საღამოები.

ჩვეულებრივი მუზეუმის რეკლამირებას აზრი არ აქვს, ხალხს სიახლე სჭირდება. როდესაც ახალი მუზეუმის კრიტერიუმები ჩამოყალიბდება და პირველი „ბონუს“ მუზეუმი გავა რეკლამაში, ჩატარდება გრანდიოზული გახსნა, ხალხი ამოძრავდება და დაინტერესდება.

ეს ყოველივე რათქმაუნდა მოითხოვს სერიოზულ დაფინანსებას, მაგრამ თუ დაფინანსდა – ეს იქნება პირველი ევროპის მასშტაბის მქონე მუზეუმი საქართველოში. რაც მენეჯმენტს მაღალ დონეზე აწევს, დააინტერესებს არა მართო საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს. მითუმეტეს თუ საქართველო ასე დაჟინებით მიისწრაფის ევროპისაკენ. როდესაც პირველი თანამედროვე მუზეუმი ფუნქციონირებას დაიწყებს, სხვა მუზეუმებსაც მოუნდებათ სიახლის შემოტანა. კიდევ ერთი პროექტი დაიწერება და ხელოვნების დღევანდელი ტენდენცია უფრო გაიზრდება.

მაგალითად მოვიყვან არტისტერიუმს – უამრავი ხალხი იყო და გაკეთდა მხოლოდ ერთი პერფორმანსი, ფურშეტი და ცნობილი მხატვარის ვიზიტი. წარმოიდგინეთ თუ რამდენი ხალხის ყურადღებას მპიპყრობს 21-ე საუკუნის მუზეუმი – ხელოვნების სრულყოფილი კომპლექსი.
მუზეუმის მუშაობაში დასაქმდება უამრავი პროფესიის ხალხი:
  • ხელოვნებათმცოდნეები
  • აუქციონისტები
  • მხატვრები
  • სტუდენტები
  • კურატორები
  • მუზეუმის სრული პერსონალი
  • მეცნიერები
  • კინოხელოვნების წარმომადგენელი საზოგადოება
  • ტექნიკოსები
  • განათების სპეციალისტები
  • დიზაინერები
  • რეჟისორები
  • გიდები
  • თარჯიმნები
  • ძიძები (ბავშთა ოთახისთვის)
  • მიმტანები
  • მზარეულები
  • გამყიდვლები
  • და სხვა...
თანამშრომლების არჩევის პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია. დასაქმების სისტემა მიიღებს განაცხადების რაოდენობას, შემდეგ მათ შორის აირჩევა საუკეთესო კატეგორია. ისინი გაივლიან ფსიქოლოგიურ, უნარჩვევებისა და ცოდნის ტესტირებებს, რადგან მხოლოდ საქმის ცოდნა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თანამშრომლებმა ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შეძლონ და მნახველები მოიზიდონ თავისი ყურადღებიანობით და კეთილგანწყობით.

მხოიანი ნინა